სამშაბათი, მარტი 18, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს ერთხელ უკვე მართავდა აგენტურა და მაშინ ეს...

“საქართველოს ერთხელ უკვე მართავდა აგენტურა და მაშინ ეს ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვად დაუჯდა” – საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მორიგ განცხადებას ავრცელებს, ამჟამადაც ზოგადი მინიშნებებით აგენტობაზე:

რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა გერმანული მედიის წინაშე აღიარა, რომ აგენტია. დადასტურდა, რასაც დიდი ხანია ვამტკიცებდით – წარსულში საქართველოს პრეზიდენტად გამწესებული პირის სატვირთო კონტეინერში მოთავსება და საქართველოში გამოგზავნა ისე დაიგეგმა, რომ გეგმის შინაარსის შესახებ ის წესიერად ინფორმირებულიც კი არ იყო. ასეთია აგენტის ხვედრი: პატრონის ნებისმიერ დავალებას ის კითხვის დასმის უფლების გარეშე უნდა დაემორჩილოს.

მონობის არჩევის თავისუფლება თანამედროვე ფსევდოლიბერალიზმის ერთ-ერთი უმთავრესი იდეოლოგიური საყრდენია. სწორედ ამ საყრდენზე დგას იმავე ფსევდოლიბერალების მიერ მართული აგენტოკრატიაც, რომელიც თავის თავში აგენტების, ანუ მონების მმართველობას მოიაზრებს.

უცხო ქვეყნის აგენტობა იმთავითვე მონობას ნიშნავს, განურჩევლად იმისა, თუ რომელი სახელმწიფოს სამსახურში დგახარ – რუსეთის, ამერიკის თუ სრულიად უწყინარი ახალი ზელანდიის. აგენტად კურთხევისას, ხელს აწერ პირობას, რომ პატრონის ნებისმიერ დავალებას თვალდახუჭული შეასრულებ. შესაბამისად, აგენტისა და მონის მდგომარეობებს შორის არავითარი არსებითი განსხვავება არ არის. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ნებისმიერი აგენტი დაღდასმულია მონის ფსიქოლოგიით, რომლისთვისაც რამდენიმე მთავარი ელემენტია დამახასიათებელი:

– მონისთვის ცხოვრებაში არსებობს მხოლოდ ერთი ბატონი. შესაბამისად, მისთვის მოტივაციის ერთადერთი წყარო პატრონის კეთილგანწყობის მოპოვების შანსია. ისეთი მაღალი მატერიები, როგორიც ღმერთი და სამშობლოა, აგენტისთვის ნულოვანი დატვირთვის მატარებელია;

– მონა აღტაცებულია პატრონით და მისგან კეთილგანწყობის ნებისმიერ, თუნდაც უმნიშვნელო ჟესტს დიდ წყალობად იღებს;

– აგენტი როგორც სიკეთის, ისე საფრთხის ერთადერთ წყაროდ პატრონს აღიქვამს, რომლის მიმართ შიში ვერცერთ მომაკვდინებელ სტიქიასთან ახლოსაც ვერ მივა;

– მონას არასოდეს ტოვებს განცდა, რომ მისი მდგომარეობა და ბედისწერა ცვლილებას არ ექვემდებარება. აქედან გამომდინარე, მონა პატრონის ნებისმიერ დავალებას იოლად იღებს და ასრულებს, თუნდაც პატრონი მისგან მასზე ათჯერ ძლიერ გლადიატორთან სასიკვდილო ორთაბრძოლაში მონაწილეობას ითხოვდეს.

ამ ნიშან-თვისებების გათვალისწინებით, ხელისუფლების სათავეში აგენტურის ყოფნა სახელმწიფოსთვის უდიდესი საფრთხის შემცველია. სამშობლოსა და პატრონს შორის აგენტი უპირატესობას ყოველთვის პატრონს მიანიჭებს და პატრონის შიშით თუ მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, ნებისმიერ დავალებას თვალდახუჭული მოაწერს ხელს, თუნდაც ეს დავალება საკუთარი სამშობლოს მსხვერპლშეწირვას გულისხმობდეს.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გარდა, ჩვენს რეალობაში, აგენტს აქვს ერთი სერიოზული ცდუნება – აგენტურამ იცის, რომ პატრონი მას ეხმარება, ძალაუფლება ხელში აიღოს, ქვეყნის მოსახლეობა დაიმონოს და მის ძარცვას მიჰყოს ხელი, რაც საქართველოს მოსახელობამ თავის თავზე 2004-12 წლებში ერთხელ უკვე მძიმედ იწვნია. რეპრესიები, ბიზნესის რეკეტი, კორუფცია, რაც სააკაშვილის ხელისუფლების ხელწერა იყო, სინამდვილეში, სწორედ პატრონის მიერ იყო ნაკარნახევი. ძალაუფლების დაბრუნების, ხალხის ძარცვისა და ნაძარცვის განაწილების პერსპექტივა არის ის მთავარი ცდუნება, რომელიც აგენტებს საკუთარი პატრონის უსიტყვო მორჩილებისკენ უბიძგებს.

საქართველოს ერთხელ უკვე მართავდა აგენტურა და მაშინ ეს ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვად დაუჯდა. ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება აღარასოდეს უნდა დაუშვას, რათა საქართველოში მშვიდობას და განვითარებას ფუნდამენტური საფრთხე აღარასოდეს შეექმნას“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს ქოცი ჯერ ბიძინას მთავრობიდან დევნიდა მიშა სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას”, ახლა ოპოზიციის ფლანგიდან...

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის პოზიცია-გამონათქვამს -...

“ზოგადად, მინისტრები ელჩებთან შეხვედრის ფოტოებს არ ასაჯაროებენ… ასეთს, მით უმეტეს…” – კოტე კემულარია

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, უზენაესი სასამართლოს...

“ილიაუნმა და განსაკუთრებით მისმა რექტორმა გუშინ ქართულ საზოგადოებას დაუმტკიცა, რომ ყოველთვის აქვს ბრძოლას მნიშვნელობა”...

სამართლიანობის აღსადგენად და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის სრული ავტორიზაციის მინიჭებისთვის...

“ქართველი ხალხის სამართლიანი პროტესტის ხმა მსოფლიოს კარგად ესმის” – გიორგი ვაშაძე

დიდი ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა განპირობებულია იმით, რომ მან არ დათმო ქართული სახელმწიფოებრიობა” – თინა ბოკუჩავა

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან კომენტარს...

პაატა მანჯგალაძე: “პასიური კოორდინაცია არაფერს შეცვლის – მხოლოდ საერთო მოქმედება მოიტანს ცვლილებას და გამარჯვებას!”

პროდასავლური პოლიტიკური პარტიების ერთიანობისა და აქტიური პოლიტიკური ბრძოლის მნიშვნელობაზე...

“ჩერგოლეიშვილ-ზურაბიშვილის პოლიტ ტანდემს ვინც ვერ ხვდება რა არის, ან პოლიტიკურად ბეცია ან უბრალოდ დუპლეტი”...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების...

“ეს ქოცი ჯერ ბიძინას მთავრობიდან დევნიდა მიშა სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას”, ახლა ოპოზიციის ფლანგიდან...

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის პოზიცია-გამონათქვამს -...