ხუთშაბათი, დეკემბერი 18, 2025
3.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს გამარჯვება საქართველოს მოვუტანე"...

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს გამარჯვება საქართველოს მოვუტანე” – ანასტასია გუბანოვა

საქართველოს, ფიგურულ ციგურაობაში, ევროპის ჩემპიონი ჰყავს. წარმატებული იყო საქართველოს წარმომადგენლის გამოსვლა ფინეთში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე, სადაც ანასტასია გუბანოვამ ოქროს მედალი მოიპოვა. ემოციური იყო მისი ინტერვიუ გამარჯვების შემდეგ:

,,ჯერ ისევ შოკში და ვერ მივხვდი რა მოხდა, თუმცა შრომა დამიფასდა. სრიალის წინ ძალიან ვნერვიულობდი, ფსიქოლოგიურად რთული იყო. როდესაც გამოსვლა დავასრულე ემოციები ვეღარ შევიკავე.

მიხარია, რომ საკუთარ თავს ვძლიე. არ ვფიქრობდი მოვიგე თუ არა. ვერ ვიტყვი, რომ პროგრამა კარგად შევასრულე. ელემენტებს დიდ ყურადღებას ვაქცევდი. დღეს ჩემი სრიალი იდეალური და ბოლომდე სუფთა არ იყო.

რაც შეეხება საქართველოს, ამ ქვეყანას, მის კულტურას ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ. წინა შეკრებაზე თბილისშიც ვიყავი და ქართული სამზარეულოთი აღფრთოვანებული დავრჩი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს გამარჯვება საქართველოს მოვუტანე“, – განაცხადა ანასტასია გუბანოვამ.

კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაცია: ქართველი ფიგურული მოციგურავე ანასტასია გუბანოვა ფინეთის ქალაქ ესპოში გამართული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ახალგაზრდა სპორტსმენმა ჯერ მოკლე პროგრამაში მოახერხა მცირე ოქროს მედლის მოპოვება, შემდეგკი თავისუფალ პროგრამაში 130.10 ქულა მოაგროვა და 199.91 ქულით ევროპის ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ ანასტასია გუბანოვამ ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ტერორიზმსა და რასიზმს რომ პოლიტიკურ და კვაზი-რელიგიურ რეჟიმები კვებავენ” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე ავსტრალიაში მომხდარ ტერორისტულ აქტს...

“ფასები ისე გაფრინდა, საახალწლო მაცივარი ქოცებთანაც ცარიელი იქნება‼️” – ელისო კილაძე

წინასაახალწლო განწყობა/რეალობა ელისო კილაძის შეფასებებში: "რუსთაველზე პროტესტი, რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო...

“ივანიშვილმა, პრაქტიკულად, უარი თქვა საქართველოს სუვერენიტეტის ფსოუს საბაჟოზე განხორციელებაზე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს ფსოუზე...

“თუ ესენი დარჩნენ არ გაგვიკვირდეს, რომ ამერიკამ ძალიან მალე, კიდევ უფრო მკვეთრად შეზღუდოს ვიზები”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კონკრეტულ მიზეზებზე მიუთითებს რის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სულ უფრო მეტად ვრწმუნდები რომ ივანიშვილი, როგორც პროექტი, რუსეთმა ჩამოწერა” – ლელა ჯეჯელავა

"დიდი შანსია "არა არაბობის "უკან "დიდი რუსობის "პროექტი იდგეს. მოძრაობებს,...

“ივანიშვილი სამუდამო პატიმრობას ვერ აცდება” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" საპატიო...

“ჯერ არნახულში მიიყვანა კობახიძის სიგიჟემ ივანიშვილი არც მეტი, არც ნაკლები, ჰააგამდე” – ნიკა გვარამია

ბიბისის სკანდალურ რეპორტაჟს და მასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს, პოლიტიკურ-სამართლებრივი...

“რუსეთს მაინც ვერ ვავნებთ და მილიონ ქართველს რომ გამოგვიყრიან უკან, მერე რას ვშვებით?” –...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“დაუყოვნებლივ შეჩერდეს კანონის “შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ” 2026 წლის 1 იანვიდან აღსრულება და გამოცხადდეს...

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე „შინაური ბინადარი ცხოველების...