შაბათი, ივნისი 28, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებისაარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული გეგმის პროექტისა და ელექტრონული ტექნოლოგიების...

საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული გეგმის პროექტისა და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის საკითხების განხილვა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან

საარჩევნო ადმინისტრაცია ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობისა და კომუნიკაციის გაძლიერებაზე ორიენტირებული ახალი სამუშაო ფორმატის ფარგლებში კიდევ ერთ შეხვედრას მართავს. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით დღეს დაიწყო. შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და IFES-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე დავით ღონღაძემ გახსნეს. გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო საკითხებზე მუშაობისას სამოქალაქო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს სამუშაო შეხვედრის ძირითადი საკითხები გააცნო.

ჩვენი შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება და კომუნიკაციის გაძლიერება, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა სხვადასხვა საარჩევნო პროცესში. ორი დღის განმავლობაში ჩვენ განვიხილავთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის საარჩევნო ადმინისტრაციის სამომავლო ოთხწლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტი, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება და საარჩევნო რეფორმიდან გამომდინარე სხვა საარჩევნო საკითხები, პროცედურები და წესები. რა თქმა უნდა, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია“- აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.

მსგავსი შეხვედრების, ინფორმაციისა და მოსაზრებების გაცვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა ორგანიზაციის „ღია სივრცე კავკასია“ ხელმძღვანელმა, ირმა პავლიაშვილმა – „ზოგადად საარჩევნო პროცესში ჩართული ორი მხარე, როგორც საარჩევნო ადმინისტრაცია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, სადამკვირვებლო მისიები ქმნიან იმ არსებით ჯანსაღ გარემოს, რომელიც ასე მნიშვნელოვანია დემოკრატიული და თანასწორი გარემოს შესაქმნელად, არჩევნების ჩასატარებლად. ჩვენი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ერთად დავსხდეთ და ვიმსჯელოთ იმ გამოწვევებზე, რომელიც ზოგადად არჩევნებისთვის არის დამახასიათებელი საქართველოში. ასევე ვიმსჯელოთ იმ ნაბიჯებზე რომელიც მომავალში აღმოფხვრის ამ გამოწვევებს“.

საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიული გეგმის პროექტი, საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა, საკანონმდებლო სიახლეები, საარჩევნო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გასაფორმებელი ეთიკის კოდექსის ფორმირება/შემუშავება – ეს ის საკითხებია, რომელსაც მხარეები ორი დღის განმავლობაში განიხილავენ. დღესვე გაიმართება კენჭისყრის იმიტირებული პროცესი ხმის დათვლისა და ვერიფიკაციის აპარატების გამოყენებით. შეხვედრის მონაწილეები პირადად მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში და გაეცნობიან საარჩევნო ტექნოლოგიების მუშაობას.

ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის გაძლიერების, ასევე მათი მოსაზრებების, რეკომენდაციების გაზიარების მიზნით ცესკოში სამუშაო შეხვედრების ახალი ციკლი 2022 წლის 6 დეკემბერს დაიწყო. ახალ ფორმატში დღეს მეოთხე შეხვედრა გაიმართა.

ინფორმაციას ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...