კვირა, მაისი 11, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გიორგი მუმლაძისგან მივიღე შეთავაზება გამარჯვების შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის"...

“გიორგი მუმლაძისგან მივიღე შეთავაზება გამარჯვების შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის პოსტის დაკავების შესახებ” – დავით სააკაშვილი

“ნაციონალურ მოძრაობაში” თავმჯდომარის თანამდებობისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. სოციალურ ქსელში ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის პოსტი გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რომ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, გიორგი მუმლაძე, მას პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობას სთავაზობს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში:

გიორგი მუმლაძისგან მივიღე შეთავაზება გამარჯვების შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის პოსტის დაკავების შესახებ.

დასამალი არ არის, რომ მიშას გათავისუფლებისთვის სხვადასხვა აქტივობებში მჭიდროდ ვთანამშრომლობ გიორგისთან, მის მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, რადგან მათი თავგანწირული და გულწრფელი ბრძოლა ჩემი აზრით, რეალურ შედეგზეა ორიენტირებულია.

ახლა ჩემი და ჩემი ოჯახის ფიქრები და განწყობები დაკავშირებულია მიშას ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენასთან. შესაბამისად, მთლიანად ვართ კონცენტრირებული ჩვენი ოჯახისა და საზოგადოების დიდი ნაწილის ამ ეგზისტენციალურ პრობლემაზე.

მინდა მთელი გულით წარმატებები ვუსურვო ყველა კანდიდატს, ჩემი ხმა გიორგის.
შემოთავაზებას რაც შეეხება კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, არაა მარტივი და დრო მჭირდება.

აუცილებლად ჩავთვალე ამის შესახებ თქვენთვის მემცნო“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დავით სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

გიორგი კეკელიძე: “დღეს კეკე კეკელიძე დაიბადა”

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...