პარასკევი, აპრილი 26, 2024

“სიტყვა “უტიფრობის” განსხეულება თუ გაინტერესებთ, თვალთხარიას პარტიის წევრების ქცევას უნდა დააკვირდეთ” – ბაჩანა შენგელია ნათია მეზვრიშვილის პოზიციაზე

სოციალურ ქსელში პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის კონკრეტულ პოზიცია-შეფასებას ეხმიანება სამოქალაქო აქტივისტი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია და კონკრეტულ ფაქტებს შეახსენებს:

სიტყვა ,,უტიფრობის” განსხეულება თუ გაინტერესებთ, თვალთხარიას პარტიის წევრების ქცევას უნდა დააკვირდეთ.

გახრწნის სიღრმე თურმე სკოლების დირექტორების დევნა არ ყოფილა, მათი სიკვდილამდე მიყვანაც😡 ან იქნებ ჰქონიათ, რომ რაიონში სკოლის მასწავლებელს მეტი ხელფასი აქვს?!

ამნეზია სჭირს იმ საზოგადოებას, რომელიც ამათ ოპოზიციად მიიჩნევს☹️“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბაჩანა შენგელია.

ინფორმაციისთვის: ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება “TV პირველის” მიერ “ლაგუნა ვერესთან” დაკავშირებით მომზადებულ რეპორტაჟს და წერს: “დარაჯს მიადგნენ, „კაპიკებით“ რომ არსებობენ. წარმოიდგინეთ ამათი პოლიტიკური გახრწნის სიღრმე“.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული