კვირა, მაისი 18, 2025
24.2 C
Tbilisi
spot_img
მთავარიისტორიული ფაქტები"ძალიან მოკლე პოსტულატებს ჩამოვყრი, რომ რუსული რბილი ძალის...

“ძალიან მოკლე პოსტულატებს ჩამოვყრი, რომ რუსული რბილი ძალის შემოგდებული ეს მარაზმი და ლანძღვა-გინება შეძლებისდაგვარად მორჩეს” – კონსტანტინე გამსახურდია

მეფე ერეკლესთან დაკავშირებით დაწყებულ პოლემიკას პუნქტობრივი პოზიცია-შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით ეხმაურება მწერალი, ფილოლოგი, ისტორიკოს-ლიტერატურათმცოდნე, გერმანიაში საქართველოს დესპანი კონსტანტინე გამსახურდია:

ძალიან მოკლე პოსტულატებს ჩამოვყრი, რომ რუსული რბილი ძალის შემოგდებული ეს მარაზმი და ლანძღვა-გინება შეძლებისდაგვარად მორჩეს.

1. რუსეთის იმპერია თავის ცარისტულ, ბოლშევიკურ და პოსტკომუნისტურ ფორმაში არის ბოროტება და საფრთხე. მსოფლიო მშვიდობას და სამართლიან წესრიგს მისი დემონტაჟი და ძირეული რეფორმირება ესაჭიროება;

2. გეორგიევსკის ტრაქტატი იყო შეცდომა ქართული დიპლომატიისა, რომელმაც ვერ გათვალა რუსული აღმოსავლური პოლიტიკური თამაშების ეგოცენტრული დინამიკა. რუსეთის იმპერიის ბუნება პროტექტორატს ვერ იგუებდა, თან ეს პროექტები საიმპერატორო კარზე კონკრეტულ პირთან იყო კავშირში, რომელთან ერთადაც მათ “ჩაილურის წყალი დალიეს”. ამიტომ ტრაქტატი რამოდენიმე წელიწადში დაირღვა და მისი განახლება ერეკლეს არც უფიქრია. ის, რაც გიორგი “ზაქიჭამიამ” დადო, იყო გაცილებით ცუდი და ამაზრზენი, მაგრამ ერეკლე მისი ვაჟის გამო პასუხისმგებელი ვერ იქნება;

3. ერეკლეს დროს აღმოსავლეთ საქართველო ირანული გადმოსახედიდან, ასევე ოსმალეთის და სხვათა მიერ (მათ შორის ევროპული პერსპექტივითაც) მოიაზრებოდა, როგორც ირანის ნაწილი. ერეკლე საგარეო პოლიტიკას “ცენტრს” იმიტომ არ უთანხმებდა, რომ თავად ირანი იყო შიდაომებში ჩაძირული და ურჩი განაპირა მმართველებისთვის არ ეცალა. ხოლო ნადირ-შაჰის დროს ქართლ-კახეთის ეს მეფე ფუნქციონირებდა, როგორც ირანელი მაღალჩინოსანი. ხომ არ შეიძლება ვთქვათ, რომ აღმოსავლეთ საქართველო ირანს აქამდე 150 წლის წინ ვიღაცამ “ჩააბარა?” ან დასავლეთ საქართველო ოსმალეთს?

4. ერეკლეს საგარეო პოლიტიკა 1783 წლამდე ევროპაზე ორიენტირებული იყო. მან ორი ელჩობა გაგზავნა ევროპაში, რომლებიც ჩავარდა რაღაც საქართველოზე დამოუკიდებელ მიზეზთა გამო. ერეკლესეული ქვეყნის შიდა რეფორმებიც სრულიად ევროპული იყო;

5. რუსეთის იმპერიამ გიორგი მეცამეტის გარდაცვალების შემდეგ საქართველო დაიკავა და შეუდგა მის ანექსიას ყოველგვარი ხელშეკრულებების უსარგებლო ქაღალდად გამოცხადების და სანაგვეზე მოსროლის გზით. ქვეყანა არავის არ “ჩაუბარებია”. რუსეთმა ის უბრალოდ დაიპყრო, მორჩა და გათავდა;

5. მთელი კატეგორიულობით ვიტყვი: არც ნიკოლოზ ბარათაშვილს, არც ალექსანდრე ბატონიშვილს, (ყველაზე დიდ ანტირუსს) არც ილიას, არც ვაჟას, არც ყაზბეგს, არც ივანე ჯავახიშვილს მეფე ერეკლე მეორეზე არ გამოუყენებია სიტყვა “მოღალატე” და “ქვეყნის ჩამბარებელი”. მიუხედავად იმისა, რომ მათ პოლიტიკურ კატასტროფად მიაჩნდათ ქვეყნის ოკუპაცია და ანექსია. სასაცილოა თვლიდე, რომ ესენი ვერ მიხვდნენ და შენ მიხვდი;

6. არ მოვიწონებ არავის ბულინგს, გინდაც გარკვეულ საკითხში მართალი არ იყოს და ცდებოდეს. მე თავად ვარ დაუსრულებელი ბულინგის მსხვერპლი, (ამ თემებს არ ეხება, სხვა განყოფილებაა) რის გამოც მალე ვაპირებ მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს;

7. გაითვალისწინეთ, რომ რუსულ რბილ ძალას პროვოცირების მიზნებით შიდა პოლარიზაციის 50-ზე მეტი ბლოკი აქვს შემოგდებული, რათა ადამიანებმა, არ შეთანხმდებიან რა არაფერზე, ამოუწურავი ბოღმა და მძულვარება ანთხიონ, როგორც სამოქალაქო ომის მუხტი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე კონსტანტინე გამსახურდია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ფარცხალაძე წარმოადგენდა “ქართულ ოცნებასა” და ივანიშვილს 9 მაისს რუსეთში აღლუმზე” – ლევან სანიკიძე

“დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფარცხალაძე წარმოადგენდა “ქართულ ოცნებასა” და...

კახა კალაძე: “ქართველ გულშემატკივარს საინტერესო სანახაობა ელის”

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩში, რომელიც...

“წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფცია და თაღლითური სქემა საქართველოს რკინიგზაში!” – ლევან ხაბეიშვილი

საქართველოს რკინიგზაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის მეშვეობით, სკანდალურ...

“ტიპებს გაიშნიკობა ენატრებათ…” – გოჩა მირცხულავა

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს და კორუფციასთან მიმართებაში დაფიქსირებულ მიუღებელ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შიზოიდური ოლიგარქიული დიქტატურა ახალ რეკოდებს ამყარებს პოლიტრეპრესიათა მსოფლიო რეიტინგებში” – შალვა ნათელაშვილი

გირაოს გადაუხდელობის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთი...

“წულუკიანის კომისია ვეღარ ქაჩავს მიშას შავ პიარს და გახარიას მრევლი გამოეფინა დამხმარე ძალად?” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რეგაქტორი, ელისო კილაძე (არა)რიტორიკული შეკითხვის დასმით...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 17-19 მაისის პერიოდისთვის

16 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...