ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: "მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, საქველმოქმედო...

კახა კალაძე: “მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის”

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ლაგუნა ვერე“ საკუთრებაში გადაეცემა მუნიციპალიტეტს და ინფრასტრუქტურა სრულად აღდგება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის მან მადლობა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილსა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადაუხადა.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ობიექტთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი:

„ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიისა და მიმდებარე არეალის განაშენიანება-მოწესრიგებასთან დაკავშირებით, მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდო ინფორმაცია.

მესმის, პროექტთან დაკავშირებით პოლიტიკურად ანგაჟირებული საზოგადოების რეაქცია და ამის მიზეზი ყველასთვის გასაგებია, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ამ ტერიტორიის მოწესრიგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქალაქისთვის.

ეს იქნება ძალიან კარგი პროექტი და დედაქალაქში ახალი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდება. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად ნარჩუნდება „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა და მეტიც – ტერიტორია საკუთრებაში გადაეცემა მუნიციპალიტეტს. მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ჩვენ კი ამ სივრცეს მოვაწესრიგებთ და მოსახლეობასთან ერთად განვსაზღვრავთ, როგორ უნდა წარიმართოს პროცესი. მოვიწვევთ არქიტექტორებს, დიზაინერებს და პროცესში საზოგადოებაც ჩართული იქნება. რაც შეეხება მერიის გეგმებს ამ ობიექტთან დაკავშირებით, მას მოგვიანებით კიდევ უფრო დეტალურად გაგაცნობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ არსებული აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თუმცა, შენარჩუნდება და შეერწყმება დაგეგმილ განაშენიანებას.

რაც შეეხება დანარჩენ ტერიტორიას, აქ დგას აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა, რომელიც, მართალია, არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თუმცა, ქმნის თბილისის ერთგვარ ისტორიულ სახეს. შესაბამისად, გეგმარებისას გაითვალისწინეს ეს ფაქტორი და შენობა არა მარტო შენარჩუნდება, არამედ შეერწყმება დაგეგმილ განაშენიანებას. ასევე, მნიშვნელოვანია მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება სატრანსპორტო კუთხით. იცით, რომ აქ განთავსებულია ბენზინგასამართი სადგურები და ავტოტექმომსახურების პუნქტები, შესაბამისად, ვმუშაობთ, რომ მოწესრიგდეს ეს სივრცე, ასევე, საფეხმავლო და მიწისქვეშა გადასასვლელი სივრცეები. უკვე დამუშავებულია რამდენიმე ვარიანტი, პროცესში ჩართული იყვნენ არქიტექტორები და საბოლოოდ შემუშავდა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი.

არქიტექტურის კუთხით, ჯერჯერობით გრძელდება მუშაობა, რათა კიდევ უფრო დაიხვეწოს პროექტი და მივიღოთ საუკეთესო განაშენიანება. სხვა დეტალებზე თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ განაგრძობენ მუშაობას“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და რაც მთავარია საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის...

საქარეთველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს, კონკრეტული...

“შემდეგი ალბათ იქნება შეირაღებული ძალების მთლიანად გაქრობა და ქვეყნის გადაცემა რუსეთისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

მმართველი გუნდის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მძიმე მოლოდინებით, ეხმაურება საქართველოს მე-3...

“ჩვენ ვართ კავკასიელები და უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას კავკასია” – მიხეილ სააკაშვილი

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...