ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი შეიცავს გარკვეულ რისკებს,...

“ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი შეიცავს გარკვეულ რისკებს, ყველა მიმართულებით” – ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მკურნალობის პროცესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს სამედიცინო ცენტრ ,,ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია:

,,გუშინვე შეიკრიბა ექიმთა კონსილიუმი, სხვადასხვა სპეციალობის ექიმების შემადგენლობით. მისი დაავადებიდან გამომდინარე, კონსილიუმში მონაწილეობდა ჰემატოლოგი, რეანიმატოლოგი, მკურნალი ექიმი და ინფექციონისტი. შესაბამისად, შეთანხმებული იქნა მკურნალობის გეგმა – სამკურნალო, პრევენციული და მიმდინარეობს მკურნალობა.

კონსილიუმის გადაწყვეტილებით, პაციენტი რჩება პალატაში და უგრძელდება მკურნალობა. პალატა აღჭურვილი არის ყველა იმ აპარატურით, რაც არის ინტენსიურ პალატაში.

რა თქმა უნდა, მისი ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი შეიცავს გარკვეულ რისკებს, ყველა მიმართულებით. პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. მოსალოდნელი რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ, ამ ეტაპზე, მდგომარეობა არის სტაბილური და არის კოვიდის ასეთი მსუბუქი ფორმით გამოვლინება.

დაავადების გარეშეც კოვიდი რთულდება, მითუმეტეს, როდესაც აქ არის ასეთი ფონი“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე “მეგობარ აქტზე”: ის შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული...

“ხელისუფლება უზურპირებული აქვს რუსეთის მეხუთე კოლონას” – გიორგი ბარამიძე

“რუსული რეჟიმის ერთ-ერთი დანაყოფი სუს-ი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ქართველი...

“ნუ ბორძიკობთ, გვითხარით პირდაპირ, რომელი პარტიები მიდიხართ თვითმმართველობის არჩევნებზე?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს...

“მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, პუტინის ტყვე” – ბეჟან კავახია

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...