შაბათი, მარტი 15, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პრეზიდენტი აგრძელებს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს" - ვატო შაქარიშვილი

“პრეზიდენტი აგრძელებს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს” – ვატო შაქარიშვილი

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში მწვავე პოზიცია-შეფასებებს აფიქსირებს, თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობა “აი ია”-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი:

სამწუხაროდ, პრეზიდენტის ნაცვლად, ხელში შეგვრჩა ამერიკის ელჩის თანაშემწე, უცხო ქვეყნების ინტერესების მსახური ბიუროკრატი. ნაცვლად იმისა, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ძალისხმევის ხარჯზე არჩეული პრეზიდენტი ეროვნულ ინტერესებს იცავდეს, ის აგრძელებს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს.

საგანგაშოა, როდესაც მთავარსარდალი, პირდაპირი წესით არჩეული უმაღლესი თანამდებობის პირი, საკუთარ ქვეყანას უსაფუძვლო ბრალდებას უყენებს (სანქციების გვერდის ავლაში დახმარება) და თანაც მტკიცების ტვირთს მთავრობას აკისრებს. ეს ხომ ნაცმოძრაობის სტილია – მე დაგაბრალებ, შენ კი თავი იმართლე და ამტკიცე ის, რაც ბუნებაში არ მომხდარა. რა მოვთხოვოთ გონჩარენკოს, ფოტიგას ან იან კელის, როდესაც ჩვენივე პრეზიდენტი გვევლინება ანტი-ქართული კამპანიის ავანგარდში?!

რისკენ მოგვიწოდებს ქალბატონი პრეზიდენტი – უკრაინის მიმართ სოლიდარობა, საკუთარი მოსახლეობის და ქვეყნის დაზიანებით გამოვხატოთ?!

ყველამ ვნახეთ, რა შედეგი მოუტანა 2019 წელს, “გავრილოვის” წინასწარ დაგეგმილმა პროვოკაციამ ჩვენს ქვეყანას. როგორ დააზიანა ეკონომიკის ის სფეროები, სადაც უამრავი ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული და საიდანაც არა მარტო ბიზნეს-ელიტა, არამედ ათი ათასობით ქართული ოჯახი იღებდა შემოსავალს.

ქალბატონო (პ)რეზიდენტო, იქნებ დაინტერესდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დღემდე არსებული სავაჭრო ურთიერთობებით რუსეთთან, პირდაპირ თუ სხვა გზებით! საკუთარი ხალხის და სახელმწიფოს დამუნათებამდე, იქნებ იმ კონკრეტული პროდუქტების ჩამონათვალი გენახათ, რასაც აშშ რუსეთიდან დღემდე ყიდულობს!

ან იქნებ თქვენი კოლეგა, კასიანოვისთვის გეკითხათ, რატომ მიმართმა უკრაინამ ევროკავშირს, რომ ბელარუსზე სანქციები არ გავრცელებულიყო?!

თქვენ ამ სიყალბეს უნდა ებრძოდეთ ქართველ ხალხთან ერთად და არა პირიქით – სიყალბით ებრძოდეთ საკუთარ სახელმწიფოს!” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვატო შაქარიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამ თვითმარქვია რეჟიმს ყველაზე მეტად ეშინია მიხეილ სააკაშვილის და მისი გარეთ ყოფნის” – პეტრე...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი, საქართველოს მე-3...

“ეს ქოცი ჯერ ბიძინას მთავრობიდან დევნიდა მიშა სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას”, ახლა ოპოზიციის ფლანგიდან...

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის პოზიცია-გამონათქვამს -...

“ქართველი ხალხის სამართლიანი პროტესტის ხმა მსოფლიოს კარგად ესმის” – გიორგი ვაშაძე

დიდი ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი,...

“ისინი განწირულნი არიან მარცხისთვის” – კახა კალაძე ოპოზიციის შანსებზე თვითმმართველობის არჩევნებში

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...

“დავსვათ კითხვა: ვინ უჭერს მხარს ივანიშვილის რეჟიმს? ის ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიას ებრძვიან! ის რეჟიმები,...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე რუსეთის დაზვერვის განცხადებას...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...