პარასკევი, მაისი 9, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: ლიფტის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელია მისი მესაკუთრე -...

კახა კალაძე: ლიფტის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელია მისი მესაკუთრე – ამხანაგობა, მუნიციპალიტეტის როლი კი გამოიხატება იმ ფინანსურ დახმარებაში, რომელიც ჩვენივე პროგრამითაა დადგენილი

ლიფტის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელია მისი მესაკუთრე – ამხანაგობა, მუნიციპალიტეტის როლი კი გამოიხატება იმ ფინანსურ დახმარებაში, რომელიც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამითაა“ დადგენილი, – აღნიშნული განცხადებით თბილისის მერი, კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 14 იანვარს, ვაზისუბნის დასახლებაში მომხდარ უბედურ შემთხვევას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ზოგიერთი ადამიანი ამ ტრაგედიაში მერიის დადანაშაულებას მიზანმიმართულად შეეცადა.

მსგავსი ტრაგედიის დროს ხშირია სპეკულაციები. ამიტომ, განვმარტავ: არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება – ტექნიკური რეგლამენტი ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ.

კერძოდ, ამხანაგობა ვალდებულია, ლიფტის უსაფრთხოების მიზნით, განახორციელოს მისი პერიოდული ექსპერტიზა და რეგისტრაცია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ობიექტების რეესტრში და თუ ექსპერტიზა გამოავლენს ხარვეზებს, მისი აღმოფხრა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს.

სადარბაზოები და ლიფტები თქვენი საკუთრებაა. თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება, რეაბილიტაცია, თუმცა, გვესმის არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში.

ამიტომ, გვაქვს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამა“ და თანადაფინანსებით ხორციელდება სხვადასხვა პროექტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აქვე, აღნიშნულ პროცესში მუნიციპალიტეტის ჩართულობა განმარტა.

თბილისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად, 40 მილიონამდე ლარს ხარჯავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამაზე, რომლის ფარგლებში, გამგეობები ამხანაგობების სხვადასხვა საჭიროებას აფინანსებენ. როდესაც ამხანაგობას ლიფტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური მხარდაჭერა ესაჭიროება, გამგეობა შესაბამისი თანმიმდევრობით, ბიუჯეტით დადგენილი ზედა ზღვრის ფარგლებში, ფინანსურ დახმარებას უწევს ამხანაგობას, რათა მოხდეს ლიფტის რეაბილიტაცია.

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობის ზემოთხსენებული დადგენილების შესაბამისად, ლიფტის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელია მისი მესაკუთრე – ამხანაგობა, ანუ საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლები. მუნიციპალიტეტის როლი ამ შემთხვევაში, გამოიხატება იმ ფინანსურ დახმარებაში, რომელიც ჩვენივე პროგრამით არის დადგენილი.

ამ პროგრამის ფარგლებში, გასულ წლებში, ასეულობით ლიფტის რეაბილიტაცია განვახორციელეთ,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს შეახსენა, რა არის საჭირო თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობისთვის.

თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობისთვის საჭიროა: ჩატარდეს ლიფტის ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზა და გამოვლინდეს, აქვს თუ არა ლიფტს რაიმე ხარვეზი; დაარეგისტრიროთ თქვენი ლიფტი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ობიექტების რეესტრში; თუ ლიფტს სჭირდება შეკეთება, მიმართეთ გამგეობას და ის შესაძლებლობების ფარგლებში, შესაბამისი თანმიმდევრობით, უზრუნველყოფს ამხანაგობების ფინანსურ მხარდაჭერას“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ საკუთარ მოადგილეს, კახა გულედანს დაავალა, ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს.

მინდა, ვთხოვო ჩემს მოადგილეს, კახა გულედანს, უზრუნველყოს, რათა შესაბამისი ინფორმაცია განთავსდეს ოფიციალურ ვებგვერდზე და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს ის დაინტერესებული პირებისთვის. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, როგორ იმოქმედონ ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის მიზნით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩემს საქმიანობას იკვლევს წულუკიანის “კომისია”, ხოლო ქოცების საქმიანობას 🇺🇸 ამერიკის კონგრესის მთელი შემადგენლობა

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთგვარ შეფასება-შედარებას ახდენს მისი...

“აჭარაში ნარკოტიკების რეალიზაციას მფარველობდა თორნიკე რიჟვაძის მამა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს...

“ივანიშვილს ძალიან შეზღუდული აქვს იმ ადამიანების წრე, რომლებსაც შეუძლია ენდოს ქვეყნის ღალატის საკითხში” –...

“ამ მოღალატეთა ჯგუფის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა მოსალოდნელიც იყო. ივანიშვილს...

“რამე ქართული მაინც გაგაჩნდეთ ფარჩაკებო, ბოლომდე გახაზული აგენტები ხართ‼️” – დიტო სამხარაძე ოპოზიციაზე

პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მწვავე პოზიციას აფიქსირებს მმართველი გუნდის ერთ-ერთი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...