ხუთშაბათი, დეკემბერი 18, 2025
3.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: ლიფტის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელია მისი მესაკუთრე -...

კახა კალაძე: ლიფტის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელია მისი მესაკუთრე – ამხანაგობა, მუნიციპალიტეტის როლი კი გამოიხატება იმ ფინანსურ დახმარებაში, რომელიც ჩვენივე პროგრამითაა დადგენილი

ლიფტის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელია მისი მესაკუთრე – ამხანაგობა, მუნიციპალიტეტის როლი კი გამოიხატება იმ ფინანსურ დახმარებაში, რომელიც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამითაა“ დადგენილი, – აღნიშნული განცხადებით თბილისის მერი, კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 14 იანვარს, ვაზისუბნის დასახლებაში მომხდარ უბედურ შემთხვევას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ზოგიერთი ადამიანი ამ ტრაგედიაში მერიის დადანაშაულებას მიზანმიმართულად შეეცადა.

მსგავსი ტრაგედიის დროს ხშირია სპეკულაციები. ამიტომ, განვმარტავ: არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება – ტექნიკური რეგლამენტი ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ.

კერძოდ, ამხანაგობა ვალდებულია, ლიფტის უსაფრთხოების მიზნით, განახორციელოს მისი პერიოდული ექსპერტიზა და რეგისტრაცია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ობიექტების რეესტრში და თუ ექსპერტიზა გამოავლენს ხარვეზებს, მისი აღმოფხრა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს.

სადარბაზოები და ლიფტები თქვენი საკუთრებაა. თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება, რეაბილიტაცია, თუმცა, გვესმის არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში.

ამიტომ, გვაქვს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამა“ და თანადაფინანსებით ხორციელდება სხვადასხვა პროექტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აქვე, აღნიშნულ პროცესში მუნიციპალიტეტის ჩართულობა განმარტა.

თბილისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად, 40 მილიონამდე ლარს ხარჯავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამაზე, რომლის ფარგლებში, გამგეობები ამხანაგობების სხვადასხვა საჭიროებას აფინანსებენ. როდესაც ამხანაგობას ლიფტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური მხარდაჭერა ესაჭიროება, გამგეობა შესაბამისი თანმიმდევრობით, ბიუჯეტით დადგენილი ზედა ზღვრის ფარგლებში, ფინანსურ დახმარებას უწევს ამხანაგობას, რათა მოხდეს ლიფტის რეაბილიტაცია.

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობის ზემოთხსენებული დადგენილების შესაბამისად, ლიფტის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელია მისი მესაკუთრე – ამხანაგობა, ანუ საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლები. მუნიციპალიტეტის როლი ამ შემთხვევაში, გამოიხატება იმ ფინანსურ დახმარებაში, რომელიც ჩვენივე პროგრამით არის დადგენილი.

ამ პროგრამის ფარგლებში, გასულ წლებში, ასეულობით ლიფტის რეაბილიტაცია განვახორციელეთ,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს შეახსენა, რა არის საჭირო თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობისთვის.

თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობისთვის საჭიროა: ჩატარდეს ლიფტის ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზა და გამოვლინდეს, აქვს თუ არა ლიფტს რაიმე ხარვეზი; დაარეგისტრიროთ თქვენი ლიფტი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ობიექტების რეესტრში; თუ ლიფტს სჭირდება შეკეთება, მიმართეთ გამგეობას და ის შესაძლებლობების ფარგლებში, შესაბამისი თანმიმდევრობით, უზრუნველყოფს ამხანაგობების ფინანსურ მხარდაჭერას“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ საკუთარ მოადგილეს, კახა გულედანს დაავალა, ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს.

მინდა, ვთხოვო ჩემს მოადგილეს, კახა გულედანს, უზრუნველყოს, რათა შესაბამისი ინფორმაცია განთავსდეს ოფიციალურ ვებგვერდზე და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს ის დაინტერესებული პირებისთვის. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, როგორ იმოქმედონ ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის მიზნით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველა შიდა აქტორი, რომელიც ერის პოლარიზაციას და ფრაგმენტაციას ხელს უწყობს, სრულიად გააზრებულად ემსახურება უცხო...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ქვეყანაში შექმილი რეალობის შეფასებას კონკრეტული მინიშნებებით...

“საქართველოში ხელისუფლება პენსიონერებს მეორეხარისხოვან ადამინებად განიხილავს” – რომან გოცირიძე

საქართველოში არსებული ხელფასებისა და პენსიის თანაფარდობაზე საუბრობს პარლამენტის ყოფილი...

“არანაირი მორალური უპირატესობა არ გაგაჩნიათ თქვენ, და სანამ თქვენ ხართ ოპოზიციური მეინსტრიმი, ბიძინა იქნება”...

მთავრობის ინიციატივას, შექმნას "ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი", საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სულ უფრო მეტად ვრწმუნდები რომ ივანიშვილი, როგორც პროექტი, რუსეთმა ჩამოწერა” – ლელა ჯეჯელავა

"დიდი შანსია "არა არაბობის "უკან "დიდი რუსობის "პროექტი იდგეს. მოძრაობებს,...

“ივანიშვილი სამუდამო პატიმრობას ვერ აცდება” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" საპატიო...

“ჯერ არნახულში მიიყვანა კობახიძის სიგიჟემ ივანიშვილი არც მეტი, არც ნაკლები, ჰააგამდე” – ნიკა გვარამია

ბიბისის სკანდალურ რეპორტაჟს და მასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს, პოლიტიკურ-სამართლებრივი...

“რუსეთს მაინც ვერ ვავნებთ და მილიონ ქართველს რომ გამოგვიყრიან უკან, მერე რას ვშვებით?” –...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“დაუყოვნებლივ შეჩერდეს კანონის “შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ” 2026 წლის 1 იანვიდან აღსრულება და გამოცხადდეს...

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე „შინაური ბინადარი ცხოველების...