შაბათი, მაისი 17, 2025
11.2 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"აღიკვეთოს ასეთი დაანონსებული მკვლელობები საქართველოში, მით უმეტეს, საქართველოს...

“აღიკვეთოს ასეთი დაანონსებული მკვლელობები საქართველოში, მით უმეტეს, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის” – ვალერი გელბახიანი

მოძრაობა “ხალხის ძალის” მიერ მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციის დაგეგმვასთან დაკავშირებით გავრცელებულ სკანდალურ განცხადებას, ეხმაურება მე-3 პრეზიდენტის ადვოკატი. ვალერი გელბახიანმა საქალაქო სასამართლოში დღეს მიმდინარე პროცესზე მოსამართლეს კონკრეტული განცხადებით მიმართა:

ერთი განცხადება მინდა გავაკეთო და სასამართლოს მივმართო ბატონ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების სახელით.

გუშინ ერთ-ერთი საპარლამენტო ფრაქციის საგანგაშო განცხადება გავრცელდა, სადაც ჩვენ ამოვიკითხეთ, რომ მმართელი პარტიის შემადგენელი ნაწილი, ასე ვთქვათ, ე.წ. “ხალხი ძალა” აანონსებს სააკაშვილის მოკვლის ფაქტს.

ჩვენ მივმართავთ სასამართლოს – მიღებული იქნას დაუყოვნებლივი ზომები, ვინაიდან, თუ სახელმწიფოს პოლიტიკური ფრაქციის ხელმძღვანელობას გააჩნიათ ასეთი საგანგაშო და მართლაც გაუგონარი ინფორმაცია, რომ მზადდება სააკაშვილის მკვლელობა და მათ იციან ამის შესახებ, სასამართლოს ვთხოვთ, გამოიტანოს განჩინება, მიმართოს სახელმწიფოს ყველა სამართლდამცავ ორგანოს – ჯერ ერთი, დაადგინონ, საიდან აქვთ ეს ინფორმაცია და მერე უზრუნველყონ სააკაშვილის სიცოცხლის უსაფრთხოება. ეს არის სასამართლოს მოვალეობა.

მიმართვის წერილები დაეგზავნათ, აგრეთვე, ქართულ საზოგადოებას და უცხოელ დიპლომატებს, რომ გამოხატონ თანადგომა და აღიკვეთოს ასეთი დაანონსებული მკვლელობები საქართველოში, მით უმეტეს, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის“, – აცხადებს ვალერი გელბახიანი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ფული, წარმატება, ჯანმრთელობა” – მარიამ შენგელიას 3 სურვილი

ევროვიზიის კონკურსანტ, მარიამ შენგელიას დაუსვეს შეკითხვა - "რას ისურვებდით,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, დიდი...

“ორკებს ერთი ენა ესმით – ძალის ენა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“მიშას ჯინაზე ქოცებო – დამწყებო პოლიტიკოსებო… პატიმარ კაცთან ბრძოლა ვინ გასწავლათ?” – ელისო კილაძე

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით კონკრეტულ პიროვნებებს, პირდაპირი მინიშნებით მიმართავს...

“დაიმახსოვრეთ, ისეთ ხათაბალაში აღმოჩნდებით, მთელი ცხოვრება ვერ ჩამოირეცხავთ სირცხვილს…” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი საზოგადოებას კონკრეტული რჩევა-შეთავაზებით...