ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"2023 წლის 24 თებერვალს, ჩვენ - საქართველოს მოქალაქეებმა,...

“2023 წლის 24 თებერვალს, ჩვენ – საქართველოს მოქალაქეებმა, უნდა მოვაწყოთ უმასშტაბურესი, არნახულად მასშტაბური – 300-400 ათასიანი აქცია” – ირაკლი ტაბლიაშვილი

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი, ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემა “კონტექსტის” წამყვანი ირაკლი ტაბლიაშვილი სოციალურ ქსელში მოწოდებას ავრცელებს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის გამართვასთან დაკავშირებით:

24 თებერვალი ახლოვდება!

2023 წლის 24 თებერვალს, ჩვენ – საქართველოს მოქალაქეებმა, უნდა მოვაწყოთ უმასშტაბურესი, არნახულად მასშტაბური – 300-400 ათასიანი აქცია მთავარი სლოგანებით!

– გაუმარჯოს საქართველოს თავისუფლებას!
– გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
– გაუმარჯოს თავისუფლებას!
– მძულს პუტინის რუსეთი!..
– Слава Украiнi !!!
– ოკუპანტებო, გაეთრიეთ უკრაინიდან, გაეთრიეთ საქართველოდან!
– საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი!
– საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი!

____________
ეს აქცია უნდა გაგრძელდეს 25 თებერვალსაც!.. ანუ – საბჭოთა ოკუპაციის დღეს!
თუ ეს ინიციატივა სათანადო მხარდაჭერას მიიღებს ნებისმიერი პარტიის ამომრჩევლისაგან! სამოქალაქო სექტორისაგან! აქტივისტებისაგან! პოლიტიკური პარტიებისაგან! და ინდივიდებისაგან (ჩემის მხრივ სათანადო მხარდაჭერად მივიჩნევ ამ პოსტის “მოწონებათა” რაოდენობას – მაგალითად, ათას მოწონებას), აქვე, ცხადია მოკრძალებით, დავწერ “ქართველი ხალხის დეკლარაციის” ტექსტს (პროექტს).

პ.ს. თავადვე განვსაზღვრავ დეკლარაციის შემდგენელ-რედაქტორთა ჯგუფს!

____
სათანადო მხარდაჭერის შემთხვევაში, პირადად შევხვდები პოლიტიკოსებს; სამოქალაქო აქტივისტებს; არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს; ცალკეულ ცნობილ, კარგ, გონიერ მოქალაქეებს!

ავუხსნი თავად იდეის არსს! აქციის გამართვის აუცილებლობაზე ვესაუბრები! მივიღებ მათ მხარდაჭერას!…” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ირაკლი ტაბლიაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პოლიტიკურ სარკეში კარგად ჩახედვა ბევრს მათდა სამწუხაროდ დისკომფორტს უქმნის” – ზაალ ანჯაფარიძე

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პოლიტიკური ლიდერების გავლენაზე  საუბრობს და კონკრეტული...

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“არც ერთი ნაბიჯი უკან! ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა! ოლიგარქია უნდა დაემხოს!” – ნიკა გვარამია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ნიკა გვარამიას სასამართლომ გირაო პატიმრობით შეუცვალა....

“მიუღებელია ზიზღის კამპანია, სიყვარულს ერთმანეთისადმი არავინ ითხოვს, მაგრამ პატივისცემა აუცილებელია” – კახა კალაძე

"განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ერთმანეთის შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ",...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...