შაბათი, ივნისი 28, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს - ურთმელიძის...

“ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს – ურთმელიძის კვალიფიკაციის ექიმი რომ ლახანს დაუწყებს გამოკითხვას ნერვოლოგიაში…” – შალვა ხაჭაპურიძე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხვალ, ამერიკელი ექსპერტების დაკითხვით გაგრძელდება. ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე კლინიკა ,,ვივამედიდან“ გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს, ყურადღებას ამახვილებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობაზე და პოზიციას აფიქსირებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელ მალხაზ ურთმელიძესთან მიმართებაში:

,,ფაქტი სახეზეა! გარკვეული გართულებები დემენციის და კახექსიის მხრივ კიდევ უფრო მეტად გამოკვეთილად აღინიშნა.

გუშინ მოუსმინეს ბატონი ლახანის ჩვენებას. ისინი აბსოლუტურად ეთანხმებიან იმ სიმპტომებს, დიაგნოზებს, რაც გუშინ ბატონი ლახანისგან მოისმინეს. რატომ არის ჩვენი ქვეყანა განუვითარებელი და რატომ ვერ მიდის ქვეყანა წინ?! – ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს – ურთმელიძის კვალიფიკაციის ექიმი რომ ლახანს დაუწყებს გამოკითხვას ნერვოლოგიაში…

კიდევ ერთხელ შევახსენებ ხელისუფლებას – 14 იანვარს გადის, მოსამართლის განჩინებით, კადრების გადმოცემის ვადა. 14-ში თუ არ გვექნება კადრები, 15 იანვარს უკვე მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაიწყოს გამოძიება მოსამართლის გადაწყვეტილების აღუსრულებლობაზე.

საუბარია ყველა კადრზე – დაატიმრებიდან ბოლომდე. გამოჩნდება ამ კაცს ჰქონდა გულისყრის ეპიზოდები, არ ჰქონდა, თუ როგორი სიტუაცია და რა მომენტები იყო? ყველაფერი იქნება კადრებზე“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ინფორმაციისთვის: მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთმელიძე ამერიკელ ექსპერტს და ნევროლოგ შახინ ემანუელ ლახანს კონკრეტული შეკითხვებით და დაზუსტებების მიზნით მიმართავდა

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, შვილების უკეთესი და დაცული მომავლისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ პირველ წერილში,...

“გავაგრძელებთ მუშაობას სამი წევრის ფორმატში პირების გამოკითხვასთან დაკავშირებით” – თეა წულუკიანი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ერთგვარი შემაჯამებელი განმარტებები გააკეთა...

“მერე ესენი წავლენ ციხეში, ჟანრის ლოგიკაა🙌 სხვაგვარად არ ხდება📌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკური პროცესების კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...