ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში წლების წინანდელ და ახლა გამოთქმულ მოსაზრებათა შეუსაბამობაზე აკეთებს აქცენტს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
“ხელისუფლება 10 წელი გვიმტკიცებდა, რომ სააკაშვილი გიჟი და ჭკუასუსტიაო. ახლა კი გვიმტკიცებენ – არა ბატონო, ჭკუასუსტი კი არა, ბიძინაზე ჭკვიანიაო…
ჩამოყალიბდით ბატონებო, რას მიაწვენ შაურიანი ექსპერტები. დაიბნა ხალხი…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.
ინფორმაციისთვის: მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ურთმელიძემ ამერიკელ ექსპერტს და ნევროლოგს შახინ ემანუელ ლახანს მიმართა შეკითხვით – “ადამიანი, რომელიც წერილებს წერს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, ეს არის დემენცია?” და ექსპერტის განმარტებას რეპლიკა დაურთო “ხუთ ენაზე, რომ ლაპარაკობს ისე ხომ?!“…