შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველას მიეზღვება, ვინც ამ უკანონო პატიმრობაში, მის ასეთ...

“ყველას მიეზღვება, ვინც ამ უკანონო პატიმრობაში, მის ასეთ ტანჯვაში და მოწამვლაში მიიღო მონაწილეობა” – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

დღეს, საქალაქო სასამართლოში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომის პარალელურად ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და შექმნილი სიტუაცია შეაფასა მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ:

,,ადამიანი არის მოწამლული. ვიდრე ეს საწამლავი არ გამოვა მისი ორგანიზმიდან, იქნება ძალიან ცუდად და შეიძლება საერთოდ აღარ იყოს.

სამწუხაროდ, სასამართლოები ჭიანურდება, რაც მისთვის ძალიან საზიანოა, მაგრამ ამასობაში გამოვიდა მაიკლ მაკფოლის სტატია, ჩემი შვილის სტატია დაიბეჭდა ,,The Wall Street Journal”-ში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ, რომ აქ გაისმის ხანდახან ესეთი შენიშვნები, რომ აი, რაღაცა სიმულანტობს. სიმულანტის და აფერისტის სტატიები იქ არ იბეჭდება. ყველანაირად გაცხრილულია – ზუსტად იციან, რას ბეჭდავენ და ვის უბეჭდავენ!

გარდა ამისა პარალელურად მაქვს ინფორმაცია, რომ ბილ ბროუდერი მონაწილეობს იმ სიის შედგენაში, რომელიც უკვე ეხება მიხეილ სააკაშვილს, “მაგნიტსკის სიის” მსგავსი შედგება აქ.

მე იმედი მაქვს, რომ ყველას მიეზღვება, ვინც ამ უკანონო პატიმრობაში, მის ასეთ ტანჯვაში და მოწამვლაში მიიღო მონაწილეობა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...