სამშაბათი, მაისი 13, 2025
23.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ორჯერ რომ ითხოვა მიშას დედამ გვერდით დამიდექითო, რატომ...

“ორჯერ რომ ითხოვა მიშას დედამ გვერდით დამიდექითო, რატომ არ დაუდგნენ, თქვენი ოჯახის წევრები?!” – მეგი გოცირიძე ემიგრანტებს მიმართავს

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი მეგი გოცირიძე, ემიგრანტებს მწვავე პოზიცია-შეფასებებით მიმართავს:

2 მილიონი ემიგრანტი ვართო, აქედან უმრავლესობა მიშას მომხრეაო, არჩევნებზე 15 000 (თხუთმეტი ათასი) კაცზე მეტი არ დადის, ზოგი ვერ დადის უსაბუთობის გამო…

ოღონდ, მე რომ მეჩხუბებით და კომენტარებსა თუ პირადში მწერთ, – “გაეთრიე ქუჩაში და გამოათრიე ხიხო კოლბიდანო“, მე -17 წლის ასაკიდან სულ “გათრეული” და გამოსათრევების გამოთრევაში ვარ… მერე ძალიან გწყინთ, სიმართლეს რომ ცხვირ-პირში გახლით და ბლოკებს მიბრახუნებთ.

წლებია ერთი და იგივე ხალხი ვართ ქუჩაში”გამოთრეულები”, ერთმანეთს ვიცნობთ და ვიცით, ვინ რითი ვსუნთქავთ, ერთეულების გარდა. ემიგრანტის ოჯახის წევრები ახლოს რომ არ გვეკარებიან, იქნებ მათთვის მოგეწოდებინათ, რომ გამოთრეულიყვნენ, ხომ ხედავთ, რომ ცოტანი ვართ და ვერ ვჯაბნით რუსულ ოცნებას.

მიშას გამო მიწაში რომ გვდებთ, ორჯერ რომ ითხოვა მიშას დედამ გვერდით დამიდექითო, რატომ არ დაუდგნენ, თქვენი ოჯახის წევრები?! ჩვენ რას აღარ გვიწოდებთ, რას არ გვაბრალებთ და თქვენ რატომ არ აორგანიზებთ მანდედან თქვენი ოჯახების შეკრებას?! ორი მილიონიდან, თუნდაც, ასი ათასი ოჯახი რომ გაერთიანებულიყავით, ყველგან იცნობთ ყველა ერთმანეთს, დაგეთქვათ აქცია და ოჯახიდან ერთი კაცი გამოსულიყო, ჩვენც ხომ იქ ვიქნებოდოთ “გამოსათრევები”, ამაზე არ გიფიქრიათ?!

ან მიშას პროცესზე რატომ არ აიძულებთ რომ “მოეთრნენ”, როგორც მე “მივეთრევი”?! თუ სხვისი ხელით უფრო ადვილია ნარის გლეჯა, თვალების თხრა, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი?

თქვენი ოჯახის წევრები არიან სწორედაც, რომ არ გვიერთდებიან ბრძოლაში. მათი პატრიოტიზმი იქ იწყება და მთავრდება, საიდანაც უშრომელი შემოსავალი ერიცხებათ თვის ბოლოს და ცალ ფეხზე ჰკიდიათ მიშაც, გაძვირებული ცხოვრებაცა და ხვალინდელი დღეც, რადგან იმ ხვალინდელ დღესაც იქ ხედავენ, საიდანაც იკვებებიან. ვისაც გეხებათ და საკუთარ თავს ამოიცნობთ, თავის მართლების კომენტარების დაწერას არ გირჩევთ და ჩემს ლანძღვას, ზეპირად ვიცი რომელი ემიგრანტი და ვისი ოჯახის წევრი რა დოზით არის ჩართული ამ ეროვნული სირცხვილის ჩამორეცხვაში, ვინ ფინანსურად მონაწილეობს და ვისი ოჯახის წევრი ფიზიკურად…

პ.ს. ააა, გეშინიათ პრობლემები არ შეექმნათ თქვენი ოჯახის წევრებს? და როგორ ფიქრობთ, გამოსათრევებსა თუ გამოთრეულებს, არც ოჯახები გვყავს, არც ახლო ნათესავები და მეგობრები – არა?

ვისაც გეწყინათ, ოდნავ დიდ ხანს მოუშვით ონკანები. ხვალ მიშას სასამართლოა, მე მივეთრევი და თქვენს მიერ დაფინანსებულ ოჯახებსაც მოუწოდეთ მოეთრნენ, მერე ფოტოები გადაიღონ და თქვენ ატვირთეთ, როგორ უდგანან თქვენი ოჯახის წევრები, თქვენს მიერ მხარდაჭერილ, რუსული რეჟიმისგან ნაცემ, მოწამლულ, მომაკვდავ პრეზიდენტს, რომელსაც თქვენი თანადგომის იმედი ჰქონდა და თქვენი ოჯახის წევრების, როცა ქვეყნის საშველად მოდიოდა თავგანწირვით…” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მეგი გოცირიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილს ძალიან შეზღუდული აქვს იმ ადამიანების წრე, რომლებსაც შეუძლია ენდოს ქვეყნის ღალატის საკითხში” –...

“ამ მოღალატეთა ჯგუფის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა მოსალოდნელიც იყო. ივანიშვილს...

“სააკაშვილის ბანერი უშლის ხელს ქოცებს ქოცების მოშორებაში. რა არის აქ გაუგებარი?!” – ზაზა ბიბილაშვილის...

„ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“სიღატაკე და შეზღუდული აზროვნება რეჟიმის მთავარი მოკავშირეა” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, კონკრეტული ფაქტის გახსენებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...