შაბათი, ივნისი 28, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"მონობას თავისი ფასი აქვს და ყველა მონა საკუთარი...

“მონობას თავისი ფასი აქვს და ყველა მონა საკუთარი სისხლით იხდის ამ ფასს” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინაში წარმოებული ომი ძვირად უჯდება რუსეთს, განსაკუთრებით ცოცხალი ძალის მხრივ. ამასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს რონდელის ფონდის მკვლევარი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი:

ბახმუტთან არსებული სიტუაციის ვიზუალიზაციისთვის – ფრონტის ხაზის მხოლოდ ამ პატარა მონაკვეთზე 33 რუსის გვამია მიმოფანტული.

ტალღა-ტალღა ასკდება საზარბაზნე ხორცი უკრაინულ კედელს და დასავლურ ტექნიკას.

კრემლისთვის ფასი არ აქვს ადამიანის სიცოცხლეს. მისთვის სულ ერთია, რამდენი დაიხოცება და ისინიც ცხვრებივით ემორჩილებიან ბრძანებებს.

ასეთივე სიტუაცია იყო პირველ და მეორე მსოფლიო ომში, როდესაც ასეულ ათასობით ქართველი და სხვა უმცირესობების წარმომადგენლები ეწირებოდნენ იმპერიის სიგიჟეებს. მონობას თავისი ფასი აქვს და ყველა მონა საკუთარი სისხლით იხდის ამ ფასს.

ოღონდ ახლა განსხვავებული სიტუაციაა. ახლა რუსეთს აღარ შეუძლია მილიონობით ჯარისკაცის მობილიზება (ამდენი არც იარაღი აქვს და არც ტანსაცმელი) და მეორე მსოფლიო იმისგან განსხვავებით ვეღარც ამერიკისგან მიიღებს “ლენდ ლიზს”.

რუსეთის იმპერია დამარცხდება და თავის ჯარისკაცებივით დაასრულებს საკუთარ უბადრუკ არსებობას!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ ბატიაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სამი წევრის ფორმატში გავაგრძელებთ მუშაობასო, ანუ – ტროიკების” – ლაშა ბუღაძე თეა წულუკიანზე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ქოცებმა 2012 წლის კონტრრევოლუციის სიმბოლოდ აირჩიეს ცოცხი და ტ*აკი” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...