ოთხშაბათი, ივნისი 25, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიცესკო - საარჩევნო სიებში ცვლილებების შეტანის თუ უზუსტობების...

ცესკო – საარჩევნო სიებში ცვლილებების შეტანის თუ უზუსტობების გასწორების ვადა 10 ოქტომბრამდეა

ცენტრალური საარჩევნო კომისია, 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებისთვის, აგრძელებს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. ცესკოს განცხადებით, 28 სექტემბრიდან 3 637-მა საუბნო საარჩევნო კომისიამ დაიწყო ამომრჩეველთა საინფორმაციო ბარათების დარიგება, რომელთა მეშვეობითაც თითოეულ ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება მიიღოს ინფორმაცია არჩევნების, ასევე მისი საარჩევნო უბნის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში ამომრჩეველთა სიაში გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები.

ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს ცესკოს ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდა ამომრჩევლებს შესთავაზა: “ახალგაზრდების საარჩევნო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ინიციატივა შესთავაზა ახალგაზრდა ამომრჩევლებს. 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის, 45 000-ზე მეტი ახალგაზრდა, ისინი, რომლებიც პირველად მონაწილეობენ არჩევნებში, უშუალოდ ცესკოს თავმჯდომარისგან, ამომრჩევლის ბარათთან ერთად, ასევე მიიღებენ წერილობით მიმართვას არჩევნების მნიშვნელობისა და მათი მონაწილეობის შესახებ”.

რაც შეეხება ამომრჩევლის საინფორმაციო ბარათს, თუ 8 ოქტომბრის ჩათვლით ამომრჩეველი არ მიიღებს ბარათს, მას შეუძლია დაუკავშირდეს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს ან საკუთარი მონაცემები დამატებით გადაამოწმოს ცესკოს მიერ შეთავაზებული სხვადასხვა ელექტრონული სერვისის საშუალებით. ხოლო, თუ ამომრჩეველი აღმოაჩენს უზუსტობას მონაცემებში, მას შეუძლია 10 ოქტომბრის 18:00 საათამდე წერილობით მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ან/და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს“ – განმარტა ანა მიქელაძემ.

რაც შეეხება რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს: ცესკო კიდევ ერთხელ შეახსენებს მათ, რომ 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უნდა მიმართონ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმდინარე წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და საჭიროებისას გაიარონ შესაბამისი პროცედურები – “მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ, როგორც ელექტრონულად შეთავაზებული სერვისების საშუალებით, ისე უშუალოდ საარჩევნო უბანზე, სადაც გამოკრულია ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია. ამომრჩეველთა სიები ხელმისაწვდომია  ქართულ და ასევე, შესაბამისი უბნებისთვის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე“ – აღნიშნა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

ცესკოს ინფორმაციით: დღევანდელი დღის მდგომარეობით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 503 113 ამომრჩეველი. ცესკოს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების სერვისებით 1-ლი აგვისტოდან 1-ელ ოქტომბრამდე 700 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა ისარგებლა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს უბრძოლველად დანებება რა უბედურებაა?!…” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...

მიხეილ სააკაშვილი: “ევროპამ საბოლოოდ გაიღვიძა!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები გეოპოლიტიკურ სიახლეებზე: "კატასტროფული...