პარასკევი, ივლისი 4, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირელიგია და ტრადიციაჩვენ რომ ვამბობთ, ჩვენთან არს ღმერთი, ეს ყველაფერზე...

ჩვენ რომ ვამბობთ, ჩვენთან არს ღმერთი, ეს ყველაფერზე მეტყველებს – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს საზოგადოებისადმი. ილია მეორე ქადაგებისას არაერთ ისტორიულ ფაქტს იხსენებს და უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს პიროვნების დაფასებას, რომ უნდა შეეწყოს ხელი პიროვნებას და ამ შემთხვევაში ჩვენ მივაღწევთ დიდ წარმატებას.

ჩვენთან არს ღმერთი

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს.

,,დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა”

საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი.

პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თქვენ წარმოიდგინეთ წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, წმ. მეფე-დედოფალი მირიანი და ნანა არ ყოფილიყო, სიდონია არ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ მიგვეღო (IVს-ში), ვინ ვიქნებოდით ჩვენ?

ჩვენ ვიქნებოდით რიგითი ადამიანები. ეხლა წყალობა ღვთისა ნათლად ჩანს და ეს წყალობა ღვთისა უნდა შევინარჩუნოთ. უნდა დავაფასოთ პიროვნება. პიროვნებას უნდა შევუწყოთ ხელი და ამ შემთხვევაში ჩვენ მივაღწევთ დიდ წარმატებას.

სვეტიცხოვლობა არის უდიდესი დღესასწაული. შემთხვევით არ არის რომ სვეტიცხოვლობა და მცხეთობა ერთ დღეს აღინიშნება.

მე მახსენდება წარსული წლები, როცა კომუნისტური რეჟიმი იყო და ბევრი გაჭირვება ჰქონდა საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს. ვერავინ ახსნის, როგორ გავუძელით ათასგვარ შემოტევას, როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გამოვიარეთ ეს განსაცდელი და დიდი მწუხარება გარდაიქცა სიხარულად. სიხარული არ მოგაკლოთ მამაზეციერმა თქვენ და საქართველოს.

ღმერთი მოწყალეა, ჩვენ რომ ვამბობთ, ჩვენთან არს ღმერთი, ეს ყველაფერზე მეტყველებს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ მარტონი არა ვართ, ჩვენთან არს ღმერთი!“, – აღნიშნავს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქადაგებისას.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: "არჩევნების...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...