ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ასე კოლექტიურად...

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ასე კოლექტიურად კლავენ ჩემ შვილს უკვე წელიწადი და 3 თვეა, სამაგალითოდ დაისაჯონ. ამას მე გპირდებით!” – გიული ალასანია

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარებასთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგზე, ემოციური განცხადება გააკეთა მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ. მისი განცხადებით, ყველას თვალწინ მიმდინარეობს საერთაშორისო მკვლელობა:

,,მაპატიეთ, თუ შეგაწუხეთ, მაგრამ იძულებული გავხდი, მაქვს საგანგაშო მდგომარეობა. მოხდა შემდეგი: დღეს ,,ვივამედის” კლინიკაში, სადაც არის მოთავსებული ჩემი შვილი, მიხეილ სააკაშვილი, მან დაკარგა გონება. ეს იყო მეორე ძალიან მძიმე შემთხვევა, გლდანის შემდეგ. ამ ორი ეპიზოდის შუალედში იყო პატარ-პატარა ეპიზოდი, მაგრამ იქ არ იყო ასეთი მძიმე მდგომარეობა.

დღეს ძალიან გაუჭირდათ ადამიანის მოსულიერება. იქ ჩაერთნენ ბადრაგები, აიყვანეს – იატაკზე იყო დაგდებული, ჩაუტარდა სათანადო რაღაც ღონისძიებები და როგორც იქნა მოასულიერეს.

მე არ ვიცი, მე-3 შემთხვევა ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამეორდეს და შეიძლება დამთავრდეს ფატალურად. აი, ეს გვაქვს რეალობა!

ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ეს ის კი არ არის, რომ ჩემი შვილი აღარ იქნება, არ იქნება სახელმწიფო; ეს ის კი არ არის, რომ წელში გადატყდება დემოკრატია ან სიტყვის თავისუფლება, რომლის მნიშვნელობა, ამ სიტყვების, აქ ნაკლებად ესმით ჩვენ ადამიანებს, განსაკუთრებით არ ესმის ეს ისტებლიშმენტს, რომელიც ახლა, დღეს კლავს ჩემ შვილს. ეს არის საერთაშორისო მკვლელობა.

საერთაშორისო მკვლელობა ხდება ყველას თვალწინ! მთელი მსოფლიო დგას ფეხზე. უამრავ გაზეთში დაიბეჭდა უკვე, უამრავი ტელევიზია აშუქებს ჩვენ პრობლემას.

გუშინ მსოფლიო მასშტაბით ჩატარდა აქცია, სადაც ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და არა მარტო ქართველებმა, აქ იყვნენ უკრაინელები, პოლონელები, უამრავი სხვა ხალხი, მათ შორის, პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც მოითხოვდნენ ჩემი შვილის გადაყვანას და შველას, რომ იქნებ კიდევ გვაქვს შანსი გადავარჩინოთ ადამიანი, მაგრამ არავითარი რეაქცია ჩვენი ქვეყნიდან არ არის.

ვისკენ გავიშვირო ხელი?! ვინ არის დამნაშავე? ისტებლიშმენტი მთლიანად! მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ, მე არ ვარ მარტო, გვყავს ახლობლები, მხარდამჭერები – ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ასე კოლექტიურად კლავენ ჩემ შვილს უკვე წელიწადი და 3 თვეა, სამაგალითოდ დაისაჯონ. ამას მე გპირდებით!”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება – კახა კალაძის განმარტებები

თბილისის მერია ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც სადგურის მოედანთან არსებულ...

“ივანიშვილს ძალიან შეზღუდული აქვს იმ ადამიანების წრე, რომლებსაც შეუძლია ენდოს ქვეყნის ღალატის საკითხში” –...

“ამ მოღალატეთა ჯგუფის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა მოსალოდნელიც იყო. ივანიშვილს...

“თუ გაინტერესებთ, რეგიონში ვინ ვისკენაა ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირებაში…” – ზურაბ ბატიაშვილი

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი შეფასება-განმარტებებს აკეთებს ინდოეთ-პაკისტანის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...