,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი კლინიკა ,,ვივამედში” მოინახულა. ოპოზიციონერი ლიდერი მიხეილ სააკააშვილის საქმესთან დაკავშირებით მმართველ პარტიას, ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტს მიმართავს:
,,დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მძაფრი და კატეგორიულები იქნებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, როდესაც საუბარი იქნება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესთან დაკავშირებით.
ამიტომ ,,ქართულ ოცნებას”, ბიძინა ივანიშვილს, ამავე დროს საქართველოს პრეზიდენტსაც მოვუწოდებ, დროზე მიიღონ გადაწყვეტილება, რომ გადარჩეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე”, – განაცხადა კობა ნაყოფიამ