“მთავარი არხის” ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის საახალწლო ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით:
“ახლა შემხვდა ილია მეორის საახალწლო მიმართვა. მართლა დამეწვა გული.
ვისაც გულით გიყვართ, ამას რატომ უკეთებთ კაცს?!
ან მრევლს რატომ ატყუებთ, რომ ეს კაცი მართავს ვინმეს და რამეს?
ან თუნდაც იღებს გადაწყვეტილებას თევზით ხსნილობის შესახებ. ვერ დადის, ვერ სწევს თავს, ვერ ლაპარაკობს – ფიზიკურად არის ცუდად და თქვენი მანიპულაციის მსხვერპლია ჩვეულებრივი! კოლექტიური შორენა-ჯაღმაიძის. გიზით ტახტზე და მისი სახელით წყვეტთ ყველანაირ სიმყრალეს ეკლესიისთვის.
გაუშვით პენსიაზე, დაასვენეთ და გეყოთ სინდისი, თქვენი სახელითა და ავტორიტეტით მართოთ ეკლესია.
მერე ვნახავდი რეიტინგებსა და სანდოობის პროცენტებს გამოკითხვებში.
თუკი გაქვთ რამე სახელი და სინდისი ზაგორსკისა და ტიხონის უნივერსიტეტის აქეთ, ქრისტეს ფეხის მკვნეტელებო, პედოფილებო, მემრუშეებო და ლექსოს მკვლელებო!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თენგო გოგოტიშვილი.