პარასკევი, აპრილი 19, 2024

“20 საუკეთესო ადგილი საახალწლო ზეიმებისთვის 2022 წელს!” – CNN-ის ხედვით

საინტერესო ინფორმაცია 2022 წლის საახალწლო ზეიმებისთვის, “CNN Travel“-ის შეფასებით, 20 საუკეთესო ადგილთან დაკავშირებით:

მსოფლიოში ცნობილი ქალაქებიდან დაწყებული ნაკლებად ცნობილი ადგილებით დამთავრებული, ეს არის პლანეტის საუკეთესო ადგილები ახალი წლის შესახვედრად. გთავაზობთ ყველაფერს, განსაცვიფრებელი ფეიერვერკებიდან მთელი ღამის წვეულებებით დამთავრებული, თვალწარმტაცი ხედებით და ტრადიციული ფესტივალებით.

მრავალი ქვეყნისთვის, ეს წელი აღნიშნავს კოვიდამდელი წლების ველური ზეიმების დაბრუნებას – ასე რომ, აწიეთ ჭიქა და დაიწყეთ 2023 წელი ხმაურით!

• დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები

Dubai's Burj Khalifa, lit up for New Year's Eve celebrations in 2017.გასულ წელს მილიარდობით ადამიანი ადევნებდა თვალყურს სანახაობრივი ფეიერვერკებისა და სინათლის შოუს მსოფლიოს ყველაზე მაღალ შენობაში, ბურჯ ხალიფაში – მისი დეველოპერი ემაარის თქმით. წელს ორგანიზატორები გეგმავენ ახალი რეკორდების მოხსნას. შენობაში იქნება მსოფლიოში ყველაზე დიდი ლაზერული ჩვენება, რომელსაც თან ახლავს ფეიერვერკი და სინქრონიზებული წყლის შოუ დუბაის შადრევანიდან.

• ტაიპეი, ტაივანი
მსოფლიოში მე-10 ყველაზე მაღალი შენობა, რომელიც ანათებს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ფეიერვერკით. წლევანდელი თემაა – “ტაიპეი არის მომავალი” და მასში 16 000 ფეიერვერკი გაიშვება 5 წუთის განმავლობაში. შოუ გაფორმებული იქნება ლაზერული განათებითა და მუსიკით, ადგილობრივი ცნობილი სახეებისა და შემსრულებლებით ანბანის სიის მიიხედვით, რომელიც დათვლამდე გაგრძელდება.

• ბარსელონა, ესპანეთი

New Year's Eve fireworks light up in Barcelona, Spain, on December 31, 2016. ქალაქი, რომელიც ამაყობს ევროპის საუკეთესო ღამის ცხოვრებითა და ფესტივალებით, საახალწლო დანიშნულების ადგილია. ხალხი იკრიბება Plaça d’Espanya-ზე მთავარი ფეიერვერკის და ადგილობრივი ტრადიციის სანახავად, რომელიც არ არის გამოგონილი. წადით კატალონიის მოედანზე, სადაც ხალხი იკრიბება კავას დასალევად, სანამ ცარიელ ბოთლებს მოედნის შუაგულში გადააგდებენ.

• კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკა
ქალაქი, 31 დეკემბერს, განათდება პიროტექნიკითა და წვეულებით. ცოცხალი გართობა იწყება საღამოს 7 საათზე. კეიპ მალაის საგუნდო აღლუმი შეიცავს მუსიკას და ცეკვას. იწყება საღამოს 9.30 საათზე დარლინგის ქუჩაზე, გრანდ პარადში.

• ერ-რიადი, საუდის არაბეთი

Riyadh's "Winter Wonderland" is seen in November 2021.

,,ერ-რიადის სეზონის” ზამთრის გართობის ინიციატივით, საუდის არაბეთის დედაქალაქი საახალწლო დანიშნულების ადგილია. წელს ის გთავაზობთ 15 გასართობ ზონას, რომელიც მოიცავს მსოფლიოში უდიდეს ხელოვნურ ტბას, მრავალჯერადი ფეიერვერკის ჩვენებას და ზამთრის საოცრებათა ქვეყანას, რომელიც გაგრძელდება 31 დეკემბრამდე. არაბული მუსიკის ვარსკვლავები საახალწლოდ გამოვლენ ,,Mohammed Abdo Arena Boulevard Riyadh City”-ში, ნურ-რიადის სინათლისა და ხელოვნების ფესტივალი იმართება ზამთარის პერიოდში.

• ნიუ-იორკი, აშშ
საახალწლო ადგილი, ნიუ-იორკში, თაიმ სკვერი, სავსე არის ხალხით დღეს და ღონისძიებაც კი გადაიცემა ონლაინ რეჟიმში, რათა ყველამ უყუროს. მთავარი ღონისძიება არის ტრადიციული Ball Drop. 1907 წლიდან მოყოლებული, დიდი, ბროლით დაფარული ბურთი, რომელიც ზის ტაიმ სქვერის სახურავზე, ეშვება დროშის ბოძზე წლის ბოლო წუთში, რის შედეგადაც ხალხი აღფრთოვანებულია.

• კირიბატი

An aerial view of Tarawa, the capital of exotic Kiribati.წყნარი ოკეანის კუნძულოვანი ქვეყანა კირიბატი, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი დასახლებული ადგილია. ის ძალიან ახლოს მდებარეობს თარიღის საერთაშორისო ხაზთან. მისი ზოგიერთი კუნძული გადაჭიმულია დედამიწის ყველაზე გაფართოებულ დროის ზონაში: UTC+14. ტრადიციული დღესასწაულები და ღონისძიებები იმართება მთელ კუნძულებზე, ყველაზე დიდი წვეულება კი კირიტიმატში, კირიბატის ყველაზე დიდ კუნძულზე გაიმართება.

• ამერიკული სამოა
ახალი ზელანდიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 3000 მილის (4830 კილომეტრის) დაშორებით, დედამიწის ბოლო დასახლებულ ადგილებს შორისაა. თუ თქვენ გაქვთ გამძლეობა და იპოვით გზას მოგზაურობისთვის 1 იანვარს, შეგიძლიათ ჯერ ახალი წელი აღნიშნოთ სამოაში – დამოუკიდებელ ქვეყანაში დასავლეთით 50 მილის (80 კილომეტრზე) დაშორებით.

• რიო დე ჟანეირო, ბრაზილია

Despite Covide restrictions limiting the celebrations, some revellers still watched the fireworks on Copacabana Beach in Rio de Janeiro last year.ძნელი წარმოსადგენია უფრო ცოცხალი საახალწლო წვეულება ღია ცის ქვეშ, ვიდრე ის, რომელიც ყოველწლიურად იმართება რიოში, კოპაკაბანა პლაჟზე. მილიონობით ადამიანი, ბევრი თეთრებში ჩაცმული, ეშვება 2,5 მილის სიგრძის სანაპიროზე, რათა დატკბეს ზაფხულის ამინდით, მუსიკით და საკვებით. შემდეგ, შუაღამისას, ყველა მზერა აწვება უზარმაზარი ფეიერვერკის სანახაობას წვეულებებით განთქმულ ქალაქში, რომელიც მხოლოდ ზეიმების დაწყების ნიშანია.

• რეიკიავიკი, ისლანდია
ისლანდიის დედაქალაქის ფეიერვერკების ჩვენება მართლაც უნიკალურია: ქალაქს არ აქვს ოფიციალური ჩვენება, მოსახლეობა თავისი რესურსით აღმიშნავს ღამით ახალ წელს. ასე რომ, შუაღამემდე ქალაქი ანათებს ათასობით მიკროშოუებით – ერთობლივად საკმაოდ ლამაზი სანახაობაა.

• პარიზი, საფრანგეთი

The Arc de Triomphe was illuminated by a laser display reading Happy New Year in 2017.
ცენტრალური ღონისძიება მეტსახელად “სინათლის ქალაქში” ტარდება ელიზეს მინდვრებში. წლევანდელი შოუ ორწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება და ტრიუმფის თაღი კიდევ ერთხელ იქნება დაფარული 3D პროგრამით, საღამოს 11 საათზე.

• სიდნეი, ავსტრალია
სიდნეის საახალწლო ზეიმი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია მსოფლიოში, რომელიც ლამაზად არის მოქცეული ნავსადგურისა და ოპერის თეატრის ფონზე. წელს ორმაგი ფეიერვერკია: პირველი ჩვენება იწყება საღამოს 9 საათზე, შთაგონებული ზღვით, ხმელეთითა და ზეცით, ხოლო მთავარი ღონისძიება იწყება დაახლოებით შუაღამისას, სიდნეიდან გაშვებული პიროტექნიკით.

• ლაგოსი, ნიგერია

Motorists drive past Victoria Island, Lagos, on New Year's Eve 2016. ლაგოსი არის ნიგერიის საახალწლო ზეიმების ცენტრი, რომელიც აღინიშნება კულტურულად და რელიგიურად მრავალფეროვანი გზით. წელს ახალი წლის ღამეს ქალაქის ცა გაცოცხლდება შუაღამის ფეიერვერკით და მთელი ღამის წვეულებებით ქალაქ ვიქტორიას კუნძულზე.

• სტამბული, თურქეთი

People celebrated New Year's Eve in Istanbul, Turkey, on December 31, 2021. ახალი წლის ღამეს, ფეიერვერკი ანათებს ბოსფორის სრუტეს, სტამბოლის 19 მილიან (30 კილომეტრიან) წყალს და მისი ყურება შეიძლება გვიან ღამით მდინარის კრუიზიდან ან ნაპირიდან. თუმცა, ადამიანების უმეტესობა იკრიბება ტაქსიმის მოედანზე, ტურიზმისა და ღამის ცხოვრების ცხელ წერტილში, მის გარშემო, და ქალაქის ბევრი უბანი მასპინძლობს საკუთარ ქუჩის წვეულებებს და ფეიერვერკებს.

• ედინბურგი, შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი

Fireworks light up the sky above Edinburgh Castle as part of Hogmanay celebrations on December 31, 2015.ახალი წელი შოტლანდიის დედაქალაქში – სამდღიანი ღონისძიება ცოცხალი მუსიკის, ქუჩის წვეულებების და, რა თქმა უნდა, სანახაობრივი ფეიერვერკით. ღონისძიებების უმეტესობა ბილეთები გაიყიდა, მაგრამ ყველას შეუძლია ნახოს ფეიერვერკი, რომელიც ანათებს ედინბურგის ციხეს.

• ლონდონი, ინგლისი, დიდი ბრიტანეთი
საკულტო ფეიერვერკი ლონდონის თვალში თავის დაბრუნებას აღნიშნავს წელს, პანდემიის გამო ორწლიანი პაუზის შემდეგ. დაესწრება მხოლოდ ის, ვინც მოახერხა 100 000 ბილეთიდან ერთის გატანა, მაგრამ კიდევ ბევრი ადევნებს თვალს მთელი მსოფლიოდან. ჩვენება იწყება შუაღამისას და, რა თქმა უნდა, დახმარებას გაუწევს ბიგ ბენი, რომელიც 2023 წლის დასაწყისს აღნიშნავს.

• ვენეცია, იტალია

Fireworks explode over the waters and canals of Venice in 2016.
,,სან მარკოს აუზი“ მასპინძლობს მომხიბვლელი ფეიერვერკის შოუს – მაგრამ თუ გსურთ ყურება, არ გაემართოთ წმინდა მარკის მოედანზე, რადგან ისინი იქიდან არ ჩანს” – ნათქვამია ქალაქის ოფიციალურ ვებსაიტზე. შეზღუდული სივრცე აქ არის და სწორედ ამიტომ, მთავარი წვეულება, მუსიკით და შოუებით, იმართება წყლის სანაპიროდან მოშორებით მესტრეში, ქალაქ მატერიკზე.

• ლას ვეგასი, აშშ
თქვენ გააკეთებთ მშვენიერ არჩევანს, თუ გადაწყვეტთ საახალწლო ღამის გატარებას ლას-ვეგას სტრიპზე, სადაც ბევრი კურორტი ამაყობს საკუთარი ფეიერვერკით, რეგულარული შოუებით. სტრიპში დაახლოებით 400,000-მდე მაყურებელი უყურებს რვაწუთიან ფეიერვერკს.

• ფანგანი, ტაილანდი

For the chill crowd: A calming sunset on Koh Phangan beach.
ეს კუნძული ტაილანდის ყურეში განთქმულია ყოველთვიური სავსე მთვარის წვეულებებით და საახალწლოდ გვთავაზობს უსასრულო, სუპერდატვირთულ ვერსიას. ჰეთ რინის პლაჟი განათებულია ფეიერვერკით და ტრადიციული ცეცხლოვანი შოუებით, მუსიკის უწყვეტად ხმაურიანი საღამოთი, მაგრამ რეგიონის კლუბების მასპინძლები სიამოვნებით გააგრძელებენ წვეულებას კიდევ უფრო დიდხანს.

• ტოკიო, იაპონია
მსოფლიოში ცნობილი ქუჩის გადასასვლელი შიბუია, როგორც წესი, ახალი წლის ღამეს ტოკიოს Times Square-ის ეკვივალენტია, მაგრამ 2022 წლის ზეიმი გაუქმებულია; ამის ნაცვლად, შეგიძლიათ აირჩიოთ უფრო სულიერი მიდგომა, მოინახულოთ სალოცავი, ან მონაწილეობა მიიღოთ ზარის რეკვის რიტუალში ტაძარში. თუ გსურთ ადგილობრივებთან შეხება, წადით და აღფრთოვანდით მზის ამოსვლით ახალი წლის დღეს ტოკიოს ყურის სანაპიროზე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული