შაბათი, მარტი 15, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებინიკა გვარამია: "სააკაშვილს არანაირი სასამართლო არ აქვს"

ნიკა გვარამია: “სააკაშვილს არანაირი სასამართლო არ აქვს”

ნიკა გვარამია თავის პუნქტობრივ შეფასებებს აფიქსირებს (ავრცელებს ფეისბუქის საკუთარი გვერდის მეშვეობით) მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით

სააკაშვილის სასამართლოზე

✔️ როდესაც საკითხი მოითხოვს იმის გადაწყვეტას, კვდება თუ არა ადამიანი, სასამართლო განხილვის მრავალკვირიანი (თუ არა – მრავალთვიანი) გაჭიანურება მართლმსაჯულების განხორციელებაზე ეფექტური უარია;

✔️ როდესაც საკითხი მოითხოვს იმის გადაწყვეტას, რამდენად დაუყოვნებლივი უნდა იყოს სასჯელის გადავადება, მოსამართლის უარი სწრაფ განხილვაზე, წინასწარი და არაორაზროვანი აღიარებაა იმის, რომ მოსამართლე არ იზიარებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურეს სიმძიმეს და აქედან გამომდინარე, მისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროებას;

✔️ როცა სასჯელაღსრულება შეკითხვებს სვამს არა საექსპერტო დასკვნის არსებით საკითხებზე, არამედ საპროცესო ფორმალობების დაცვაზე და მტკიცებულების დამაგრების სისწორეზე, წინასწარ ცხადია, რასაც იზამს მოსამართლე – შემაჯამებელი გადაწყვეტილებით ყველა უცხოელი ექსპერტის დასკვნას არასათანადო მტკიცებულებად აღიარებს და არც კი იმსჯელებს მათ შინაარსზე;

✔️ მთავარი, რაც უნდა ითქვას, სააკაშვილს არანაირი სასამართლო არ აქვს და სასამართლოსთან დაკავშირებით არარაციონალური მოლოდინების გაჩენა ან სასამართლოზე რაიმე კუთხით აპელირება, ან უკიდურესი გულუბრყვილობაა, ან დროის გაჭიანურების გამიზნული ტაქტიკა. დროის, რომელიც სააკაშვილს არ აქვს“, – აღნიშნავს ნიკა გვარამია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რომ არა ბიძინა ივანიშვილი სად იქნებოდა და რა იქნებოდა საქართველო!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე "ქართული ოცნების" დამფუძნებლის და საპატიო...

ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის განვითარების ფონდმა კოსტავას ქუჩა N37ა-ში მდებარე ჭადრაკის სასახლისა...

“სიტუაცია შეიცვლება ქართველი ერის ერთიანობის და ბევრად უფრო ძლიერი ბრძოლის პირობებში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა "ვივამედიდან" სასამართლო სხდომაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“დიდთოვლობისას საჭირო ტექნიკის მაგივრად წყლის ჭავლის მანქანები იყიდეს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სტიქიასთან ბრძოლის მხრივ მწვავე...