სამშაბათი, აპრილი 22, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აქ რომ მოვარდით, ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს -...

“აქ რომ მოვარდით, ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს – ის ადამიანები, რომლებიც ჩემს შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს ავრცელებენ, სად იყვნენ 2007-ში?!” – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქცია გამართეს მიხელ სააკაშვილის შეწყალების მოწინააღმდეგეებმა. აღნიშნულთან დაკავშირებით ადმინისტრაციის ეზოში განცხადება გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა. მას რაიმე კონკრეტული განცხადება არ გაუკეთებია ქვეყნის მე-3 პრეზიდენტთან დაკავშირებით, თუმცა პროტესტის მონაწილეების ემოციური შეძახილების ფონზე, სიტყვით მიმართვის დროს, დასვა რიტორიკული შეკითხვები:

,,მეორედ არ გავიმეორებ, აქ რასაც ვიტყვი. ასე რომ – ან გაიგებთ, ან ვერ გაიგებთ. მე ძალიან მაინტერესებს და მაქვს ჯერ კითხვები: აქ რომ მოვარდით, ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ჩემს შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში?! სად იყვნენ, როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები?! სად იყვნენ, როცა ვიდექი ქუჩაში, სად იყვნენ?!

მე გეტყვით სად იყვნენ ისინი, ვინც message box-ებს ავრცელებენ დღეს?! – იყვნენ ან მიშას შტაბში – ერთ-ერთი, ან იყვნენ კარგად მოკალათებული სხვადასხვა თანამდებობებზე, ან იყვნენ ,,ქართუ ბანკში” ისინი, ვინც დღეს “მესიჯ ბოქსით” ავრცელებენ თურმე იციან მე რას გავაკეთებ, როდის გავაკეთებ და რატომ გავაკეთებ?!

მე მინდა, კიდევ ერთი რამე გითხრათ: ვინ შეიწყალა? მე შევიწყალე მურუსიძე, ჩინჩალაძე?! თუ მე განვაწესე ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის მათ?! ეს არ არის შეწყალება?! სად ხართ? როდის გააპროტესტეთ?! სად იყავით და სად ხართ?! ესენი არიან თავთავიან ადგილებზე, სადაც არიან!” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საზოგადოება ვერ ამარცხებს დიქტატურას, რადგან ოპოზიცია არ ვარგა” – მიშა მშვილდაძე

ტელეწამყვანი, ტვ ,,ფორმულას” თანადამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე, ქვეყანაში შექმნილი რეალობის...

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

“შესაძლოა “ოცნებასთან” პირისპირ საუბარი მოგვიწიოს” – გიგი უგულავა

,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში...

“მოკლედ, მე მზად ვარ თუ სხვა ვინმეც გაბედავთ. ნუ იქნებით ნახევრად გახარიები” – ირაკლი...

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი იმ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქციების მონაწილეების...