ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"როცა მაღალჩინოსნებს ბიუჯეტის ფული სხვა ქვეყანაში მიჰქონდათ, მე...

“როცა მაღალჩინოსნებს ბიუჯეტის ფული სხვა ქვეყანაში მიჰქონდათ, მე ფეხბურთით გამოვიმუშავებდი მილიონებს და საქართველოში ჩამომქონდა” – კახა კალაძე

თქვენი მაღალჩინოსნები ბიუჯეტს ძარცვავდნენ და ფული სხვა ქვეყანაში მიჰქონდათ, კახა კალაძე კი იტალიაში ფეხბურთით გამოიმუშავებდა მილიონებს და საქართველოში ჩამოჰქონდა“, – ამ სიტყვებით დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს დეპუტატ ლილე ლიპარტელიანს უპასუხა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში როდესაც კარგი საქმე კეთდებოდა, ამაზე ყოველთვის ღიად საუბრობდა.

კახა კალაძის თქმით, ფეხბურთელობისა და იტალიაში ცხოვრების დროს ცდილობდა, გამომუშავებული ფული საქართველოში დაებანდებინა და ქვეყანაში დოვლათი შეექმნა.

ყოველთვის ვამბობდი და ახლაც იმავე პოზიციაზე ვარ – ყოველთვის მიხაროდა, როცა ქვეყანაში კარგი რამ კეთდებოდა. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო ხელისუფლებაში. თქვენგან განსხვავებით, მე ეს მიხაროდა, რადგან ჩემს ქვეყანაში და ჩემი ხალხისთვის კეთდებოდა. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიმაღლებდი ხმას იმაზე, რაც არ მომწონდა.

ვიყავი და ვარ თავისუფალი ადამიანი, ყოველთვის ვიყავი ჩემი ქვეყნის გულშემატკივარი და რაც კარგი კეთდებოდა, ამაზე ღიად ვსაუბრობდი. მე ვცხოვრობდი იტალიაში. ყველანაირ საერთაშორისო პლატფორმას ვიყენებდი – ჟურნალისტებთან ურთიერთობა იქნებოდა თუ ჩემი პირადი ინვესტიციები.

თქვენი ხელისუფლების პირობებში, მაღალჩინოსნები ბიუჯეტს ძარცვავდნენ და ფული სხვა ქვეყანაში მიჰქონდათ, კახა კალაძე კი იტალიაში ფეხბურთით გამოიმუშავებდა მილიონებს და საქართველოში ჩამოჰქონდა, რომ აქ დამებანდებინა, ხალხი დამესაქმებინა და ჩემს ქვეყანაში დოვლათი შემექმნა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძე თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტისა და მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვებს პასუხობდა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილის და მისი ბანდის რიგებში პოლიტიკური ისტერია აღწევს კულმინაციას” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ივანიშვილის ბანდის მოქმედი და ყოფილი წევრების მიერ გაჟღერებული ბრალდებები,...

“სხვისი შვილების უსამართლო პატიმრობით, განაჩენი საკუთარი შვილებისთვის გამოაქვს…” – გია ხუხაშვილი

საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდებისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!” – მამუკა...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...