ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალისპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 7 პირი ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 7 პირი ამხილა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ მოიპოვეს, გამოიყენეს და გაავრცელეს დაზარალებულების ინტიმური ხასიათის ფოტოები და სქესობრივი აქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რითაც ხელყვეს მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება და სქესობრივი ხელშეუხებლობა.

კერძოდ, 1977 წ. დაბადებული ზ.ქ. 2022 წლის მაისში, სოციალური ქსელის მეშვეობით არასრულწლოვანს სექსუალური ცხოვრების დეტალებზე ესაუბრებოდა, უგზავნიდა სექსუალური აქტის და სხვა ინტიმური შინაარსის ამსახველ ვიდეოებს. ასევე, თავადაც სთხოვდა მსგავსი ფოტოების და ვიდეოების გადაღებას. ზ.ქ,-მ მოპოვებული და უნებართვოდ შენახული არასრულწლოვანის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერები უკანონოდ გაავრცელა, კერძოდ გადაუგზავნა არასრულწლოვანი დაზარალებულის თანაკლასელს, რითაც ხელყო პირადი ცხოვრების საიდუმლო და სქესობრივი ხელშეუხებლობა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1978 წ. დაბადებულმა ე.შ-მ და 1986 წ. დაბადებულმა ნ.მ.-მ 2022 წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით უკანონოდ მოიპოვეს და ინახავდნენ სხვა პირის შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, რაც შანტაჟის მიზნით გაავრცელეს, კერძოდ გადაუგზავნეს დაზარალებულის ოჯახის წევრს. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულებმა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოება ხელყვეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 1993 წ. დაბადებულმა ბ.ბ-მ, ქ. თბილისში, 2022 წლის სექტემბრის თვეში უკანონოდ მოიპოვა და უნებართვოდ ინახავდა დაზარალებულის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერს. ბრალდებული ბ. ბ. 2022 წლის ოქტომბერის განმავლობაში, აღნიშნული ვიდეოების გასაჯაროების მუქარით, დაზარალებულს თანხას სისტემატურად ართმევდა, რითაც ხელყო დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლო და მიაყენა მატერიალური ზიანი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დანაშაულში ასევე მხილებულია 3 პირი, რომლებიც სხვადასხვა დროს თბილისსა და სამეგრელოში, უკანონოდ იღებდნენ დაზარალებულებთან სქესობრივი აქტის ამსახველ ვიდეოებს და ინტიმური შინაარსის ფოტოებს, რომლებსაც მობილურ ტელეფონებში უკანონოდ ინახავდნენ. ასევე, მისი გავრცელების მუქარით, დაზარალებულებს ინტიმური ხასიათის ახალი ფოტოების გადაღებას და გადაგზავნას აიძულებდნენ.

საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში მხილებულ 6 პირს, საქართველოს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო 1 პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 141-ე მუხლით წარუდგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზემოაღნიშნულ საქმეებზე აგრძელებს გამოძიებას.

ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მაბრალებენ იმას (კორუფციას და ბარიგების მფარველობას), რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდით მეც და მამაჩემიც” –...

გავრცელებული ინფორმაციით საგარეჯოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა,...

“გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ” – შსს

თბილისის აეროპორტში დააკავეს ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მაღალი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...