შაბათი, ივლისი 5, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველაფერი დადგმულია - სააკაშვილის შემოტანა, როგორც განუბაჟებელი საქონლის,...

“ყველაფერი დადგმულია – სააკაშვილის შემოტანა, როგორც განუბაჟებელი საქონლის, აქედან დაწყებული, გაგრძელებული იმ შოუებით და კონცერტებით, რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ” – კახა კალაძე

შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს? – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მწვავე შეფასებას აკეთებს თბილისის მერი, კახა კალაძე. მისი განცხადებით, თუ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს მე-3 პრეზიდენტს, ეს იქნება მძიმე ნაბიჯი პრეზიდენტის კარიერისთვის:

,,არანაირი კრიტიკული მდგომარეობა არ არსებობს. ეს არის მიზანმიმართული დადგმული სპექტაკლები, რომლის მთავარი შემოქმედი და მონაწილე გახლავთ მიხეილ სააკაშვილი. საერთოდ ყველაფერი დადგმულია – მისი შემოტანა, როგორც განუბაჟებელი საქონლის, აქედან დაწყებული, გაგრძელებული იმ შოუებით და კონცერტებით, რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ.

ეს არის მიზანმიმართული დადგმული სპექტაკლები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომელსაც ჰყავს თავისი აქტორები, იმართება სხვადასხვა ქვეყნიდან, გაფორმებულია სხვადასხვა კონტრაქტები, ხელშეკრულებები – იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა წარიმართოს პიარ-კამპანია.

თუ პრეზიდენტი მიიღებს [შეწყალების] ამ გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან მძიმე პირადად მისთვის და ძალიან მძიმე ზოგადად მისი კარიერისთვის. ეს იქნება უმძიმესი გადაწყვეტილება!“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მკაფიო ზღვარი გავავლოთ – რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია” – გია ბარამიძე

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და საქართველოში მოქმედმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთობლივად განაცხადეს,...

“ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!” – მამუკა...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი...

“ყველაზე მეტი ემოცია და შეძახილი მოჰყვა სიტყვა რევოლუციას და ეს გააკეთეს ახალგაზრდებმა” – ნანუკა...

საპროტესტო აქციაზე დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციას და გამოხატულ ემოციას ეხმიანება...

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...