შაბათი, ივლისი 5, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენი შვილები მათ სჭირდებათ ყმებად, ხოლო საკუთარ შვილებს...

“ჩვენი შვილები მათ სჭირდებათ ყმებად, ხოლო საკუთარ შვილებს გვიზრდიან ბატონებად!” – შალვა ნათელაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებზე

,,ლეიბორისტული“ პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს მმართველი პარტიის ახალ გადაწყვეტილებაზე სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის წესის თაობაზე, სადაც ერთი წლით სამსახურის გავლის გადავადების ღირებულება გახდება 10000 ლარი.

ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, ხელისუფლების შეცვლისთანავე წარადგენენ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სამხედრო სამსახური გახდება საკონტრაქტო ნებაყოფლობითი:

,,საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა დედამიწის ზურგზე, სადაც ოფიციალურადაც დაკანონებულია ბატონ-ყმობა, თან ბავშვობიდან. მოგეხსენებათ, ჩვენ ქვეყანაში არცერთი თანამდებობის პირის, განსაკუთრებით ზედა ეშელონებიდან, შვილები და შვილიშვილები არ სწავლობენ ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში. მათთვის გახსნილია სპეციალური კოლეჯები და პანსიონები.

ასევე, არცერთი თანამდებობის პირის შვილი არ მსახურობს ჯარში. ეს ხდება ქვეყანაში, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობა აღსადგენი აქვს.

აი, წლის ბოლოს,  ივანიშვილის ოლიგარქიულმა რეჟიმმა “გაგვახარა” ახალი გადაწყვეტილებით. კერძოდ, ჯარში იმსახურებს ყველა, გარდა იმათი, ვინც გადაიხდის 10000 ლარს.

თქვენ ახლა კარგად წარმოგიდგენიათ, რომ 10000 ლარის გადახდის შანსი ვის აქვს ჩვენს ქვეყანაში?! ხალხს ვერ უყიდია საახალწო პროდუქცია, რომ ერთი ვახშამი გააკეთოს!

ამდენად, ჩვენი შვილები მათ კვლავ სჭირდებათ ყმებად, ხოლო საკუთარ შვილებს გვიზრდიან ბატონებად!

შესაბამისად, ხელისუფლების შეცვლისთანავე ჩვენ მივიღებთ კანონს და ჯარში სამსახური გახდება საკონტრაქტო ნებაყოფლობითი. სამხედრო იერარქიაში წავა ის, ვისაც სურს თავისი ცხოვრება მიუძღვნას ამ პროფესიას და ამ სფეროს.

დღეს მთელი მსოფლიო გადასულია საკონტრაქტო სამხედრო სამსახურზე. შეერთებული შტატებიდან დაწყებული და ევროპით გაგრძელებული. სავალდებულო ჯარი დარჩა ბელარუსში, კორიაში, რუსეთში და ჩინეთში, ოღონდ იმ განსხვავეით, რომ იქ ყველა მიჰყავთ და არ არის ბატონ-ყმობა და დიფერენციაცია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მარტო ბიძინისტანი დარჩა მშვიდობის და სუვერენიტეტის მომხრე” – გია ნოდია

განათლების ყოფილ მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ვფიქრობ, ყოველი დღე ასე უნდა დავიწყოთ და აქციაც ამის გამო უნდა გაკეთდეს…” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, კონკრეტული მოთხოვნებით,...

“ჩვენ შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს ევროკავშირთან მიმართებაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...