ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"გვსურს გამოვეხმაუროთ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს მიხეილ სააკაშვილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ...

“გვსურს გამოვეხმაუროთ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს მიხეილ სააკაშვილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზასთან დაკავშირებით – სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებას ავრცელებს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულ მიხეილ სააკაშვილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზასთან დაკავშირებით:

გვსურს, გამოვეხმაუროთ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულ მიხეილ სააკაშვილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზასთან დაკავშირებით.

განვმარტავთ, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალების და მომწამვლელი ნივთიერებების შესაძლო არსებობის თაობაზე ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა აქვს დანიშნული. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამსახურს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მიღებული აქვს ოფიციალური პასუხი, რომლის თანახმადაც აღნიშნულ დაწესებულებაში შესაძლებელია ნებისმიერ ბიოლოგიურ (და არაბიოლოგიურ) ობიექტზე ჩატარდეს მძიმე მეტალებზე გამოკვლევა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის თაობაზე, საჯაროდ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნული საკითხის შესწავლა დაიწყო. 2022 წლის 2 დეკემბერს, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ბატონი სააკაშვილისგან აღებული იქნა ბიოლოგიური კვლევის ნიმუშები, რის საფუძველზეც იმავე დღეს გამოტანილ იქნა დადგენილება ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე.

გამოძიების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დამატებითი კვლევის (სისხლი) ნიმუშის წარდგენა მოითხოვა, რაზეც ბატონმა სააკაშვილმა და ადვოკატებმა უარი განაცხადეს. რა დროსაც ადვოკატების მიერ კეთდებოდა განმარტება, რომ აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარება შესაძლებელი იყო მხოლოდ თმის და ფრჩხილის ნიმუშებზე.

საგამოძიებო ორგანომ ადვოკატების ეს მოთხოვნა გაითვალისწინა, შესაბამისი კონსულტაციები გაიარა ექსპერტიზის ბიუროსთან, რის შემდეგაც დამატებით მოთხოვნილი თმის და ფრჩხილის ნიმუშების აღების და ექსპერტიზისთვის გადაგზავნის თაობაზე მზადყოფნა გამოითქვა. თუმცა, საგამოძიებო ორგანომ ყველა სახის ნიმუშის აღებაზე ბატონო სააკაშვილისგან და ადვოკატისგან უარი მიიღო.

აღნიშნულ საქმეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური ღიად და გამჭირვალედ აგრძელებს გამოძიებას და გააკეთებს ყველაფერს, რომ გამოძიების წინაშე არსებულ ყველა შეკითხვას, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი გაეცეს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გამოძიების პროცესში, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი, რომ ყველა ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს გაეცნონ და სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ქონდეთ წვდომა.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გაასაჯაროოს ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მიღებული პასუხი,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

“ვარ შემართებით და ბრძოლის განწყობით, გამარჯვებაში დარწმუნებული” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე თავისი დაბადების 44 წლისთავს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...