მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს ეხმაურება “ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელი, ლელა ჯეჯელავა:
“მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის ნაცვლად ჩვენ რეალურად “ქართული ოცნების” სასამართლო პროცესს ვადევნებთ თვალს.
ეს არის საკუთარი თავისთვის გამოტანილი უმძიმესი განაჩენი, რომელიც გასაჩივრებას აღარ დაექვემდებარება.
როგორ გაიმეტეთ თავები ასე, რომ დიდი ქოციანობის პერიოდი დარჩენილიყო, როგორც საქართველოს ისტორიას შემხმარი ცურცლის ლაქა?!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.