იურისტი, საჯარო მმართველობის დოქტორი, მოძრაობა “ხალხის ძალასთან” დაკავშირებული ექსპერტი, თამთა მეგრელიშვილი უმძიმესი, უმწვავესი შეფასებებით მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ:
“ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ამას დავწერდი.
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილს ვინმეზე წინ დავაყენებდი და ეს დღეც დადგა.
ისეთი არარაობა, უსამშობლო მანქურთია ეს ჩვენი ყოფილი ბელადი, რომ კაცობით და მედგრად დგომით მის ჯალათებთან, ვანოსთან და ბაჩოსთან ახლოსაც ვერ მივა. მათი პროცესებიც გვახსოვს, მოიხადეს სასჯელი, სასამართლო პროცესებზე პიჯაკებში გამოწყობილი მიდიოდნენ და ამტკიცებდნენ თავის “სიმართლეს”…
ეს ყველაფერი რა გულის ამრევია, ეს როგორ უნდა აკადრო საკუთარ თავს და მერე შენს მომხრეებს? სირცხვილია🙂“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამთა მეგრელიშვილი.