გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-25 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 26-27 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოში +10, +15, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +6, +11 გრადუსი იქნება.
ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი იქნება.