spot_img
მთავარიოკუპაცია"საქართველოს პროკურატურამ რატომ არ წაუყენა ბრალი რუსულ მხარეს,...

“საქართველოს პროკურატურამ რატომ არ წაუყენა ბრალი რუსულ მხარეს, რომ ეს ყოფილიყო მეტი მტკიცებულება ჰააგაში?!” – გიორგი ვაშაძე 2008 წლის ომის დანაშაულზე

ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნება, სადაც საუბარი იყო მხოლოდ სეპარატისტული ცხინვალისა და რუსეთის მხარის ბრალეულობაზე, ფართო განხილვის საგანი გახდა საზოგადოებაში. ერთიან პლატფორმაზე მყოფმა სამმა პარტიამ (“სტრატეგია აღმასენებელი”, “დროა”, “გირჩი – მეტი თავისუფლება”) აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა საერთაშორისო სამართლისა და სამხედრო საკითხების ექსპერტებთან, ასევე დევნილთა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. შეხვედრა შეაფასა და კონკრეტულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ოპოზიციონერმა ლიდერმა, სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ:

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა საერთაშორისო სამართლისა და სამხედრო საკითხების ექსპერტებთან, ასევე დევნილთა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

განვიხილეთ რამდენიმე საკითხი, მათ შორის ის, თუ რატომ არ წაუყენეს ბრალი რუსულ მხარეს, რომ ეს ყოფილიყო მეტი მტკიცებულება ჰააგაში, თუ ისინი არ ემსახურებიან რუსულ ინტერესებს?! ეს იყო საქართველოს პროკურატურის ვალდებულება.

და, რაც ყველაზე მთავარია, რაზეც პარალელურად ვმსჯელობთ – ეს არის რეპარაცია.

მილიარდობით ზიანი, რომელიც მიიღეს ქართველებმა, რომლებიც გამოყარეს ოჯახებიდან, როგორც 2008 წელს, ისე 90-იან წლებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მათი ზიანის ანაზღაურება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ოპოზიცია! ემზადეთ შემოდგომაზე ჩანიშნული არჩევნებისთვის…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს მმართველი გუნდის მიერ...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...