თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა, რა დროსაც მოხერხდა პატიმრობაში მყოფი ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის პირველი ვიდეოჩართვა კლინიკა “ვივამედი”-დან.
მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა უკრაინულ ენაზე დაიწყო, რასაც მოსამართლე გიორგი არევაძის შენიშვნა მოჰყვა – “ბატონო მიხეილ, ქართულად ბრძანეთ“! მიხეილ სააკაშვილმა თავისი სიტყვა მაინც უკრაინულ ენაზე გააგრძელა, რაზეც მოსამართლემ უკმაყოფილო გამოხატა – “მაშინ გამოვრთავთ ამ ვიდეოტრანსლაციას”, რასაც ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის მოსამართლისადმი თხოვნა მოჰყვა “ბატონო მიხეილ, თარჯიმანი მოვიყვანოთ, უკრაინული ენის“. მოსამართლემ ისევ მიმართა სააკაშვილს “ბატონო მიხეილ, თქვენ ხართ უკრაინის მოქალაქე, შეიძლება, მაგრამ სამართალწარმოება მიდის ქართულად და შესაბამისად ქართულად უნდა მოგვმართოთ“. ადვოკარის მხრიდან იყო თხოვნა, რომ ცოტა ხანს ეთქვა სათქმელი, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილს უკრაინულ ენაზე სიტყვით გამოსვლა შეეზღუდა, შესაბამისად სიტყვით გამოსვლა შეწყდა და სასამართლო სხდომა გარკვეული პაუზის შემდეგ გაგრძელდა მოწმეების გამოკითხვით.