spot_img
მთავარიეს საინტერესოაიუსტიციის სახლის კომუნალური მომსახურება: ყველა კომუნალური განაცხადი ერთ...

იუსტიციის სახლის კომუნალური მომსახურება: ყველა კომუნალური განაცხადი ერთ სივრცეში

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, იუსტიციის სახლში შესაძლებელია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების შესახებ განაცხადების ჩაბარება (მიერთების შესახებ განაცხადების გარდა):

“იუსტიციის სახლში ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების მომხმარებლებისთვის შესაძლებელია ყველა კომუნალური განაცხადის ჩაბარება ქსელური მომსახურების განაცხადების გარდა (ახალი მიერთების, დროებითი მიერთების და სიმძლავრის გაზრდის განაცხადების გარდა). განაცხადის დროული შესრულება რეალურ დროში კონტროლდება სემეკისა და იუსტიციის სახლის მიერ.

მომსახურებით სარგებლობა განსაკუთრებით მოსახერხებელია უძრავი ქონების ნასყიდობის ან იჯარის დროს, კომუნალურ კომპანიასთან რეგისტრირებული მომხმარებლის/აბონენტის შეცვლის მოთხოვნისას.

იუსტიციის სახლში შეგიძლიათ მიიღოთ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების შემდეგი მომსახურებები:

  • მომხმარებლად რეგისტრაცია;
  • ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულების გაფორმება;
  • სოციალური სტატუსის შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება:
    • პენსიონერებს, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, ასევე პირებს, რომლებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას, სარგებლობენ სოციალური პაკეტით ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვთ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი შეუძლიათ იუსტიციის სახლში დააფიქსირონ ინფორმაცია მათი სტატუსის შესახებ და ელექტროენერგიის საფასურის გადახდისას ისარგებლონ დაწესებული შეღავათებით (მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობაზე ყოველი თვის 16 ან 22 რიცხვამდე, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის დაუშვებლობისა და დეპოზიტის მოთხოვნის აკრძალვის შესახებ).
  • დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიღება;
  • დარიცხვის გადამოწმების მოთხოვნა:
    • ყველა მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს დენის, გაზის ან წყლის დარიცხვის გადამოწმება, თუ ქვითარში არასწორად არის მოცემული კუბური მეტრი/კილოვატ საათი, ტარიფი, პერიოდი ან სხვა მონაცემი. შედეგად კომუნალური კომპანია წერილობით განუმარტავს დარიცხვას ან შეცდომის შემთხვევაში მოახდენს მონაცემების ჩასწორებას:
      • მიმდინარე დარიცხვაზე (დამერიცხა მეტი, დამერიცხა ნაკლები, დაანგარიშდა არასწორი ტარიფით, ქსელური მომსახურების საფასურის დარიცხვაზე);
      • დეპოზიტის დარიცხვაზე;
      • არ დარიცხვაზე.
  • პირადი ინფორმაციის გამოთხოვა ბრუნვის ისტორიიდან;
  • მომარაგების ხარისხის ადგილზე შემოწმების მოთხოვნა შემდეგ პრობლემებზე:
    • მაღალი ძაბვა/წნევა;
    • დაბალი ძაბვა/წნევა;
    • ძაბვის ციმციმი;
    • წნევის ცვალებადობა;
    • ხშირი წყვეტა;
    • სასმელი წყლის ხარისხი.
  • მრიცხველის ადგილზე შემოწმების მოთხოვნა;
  • მომარაგების დროებითი გათიშვის/აღდგენის მოთხოვნა;
  • და სხვა მომსახურებები“, – ნათქვამია გავრცელებილ განცხადებაში.
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოვა დრო, უკეთ გაიგებთ ამ თერაპიული მიდგომის სასწაულებრივი პოტენციალის შესახებ” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე მეცნიერების...

11 აპრილი, 15:13 თბილისის დროით – წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მყოფი მრევლი და სრულიად სამყარო...

ჭანარი (Luciobarbus capito) 🐟 იცოდით, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და იშვიათი თევზი ჭანარია?

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა საქართველოს ფაუნის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...