შაბათი, ივნისი 28, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ის, რაც ახლა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხდება საქართველოს...

“ის, რაც ახლა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხდება საქართველოს ეს არ შეეფერება. ეს უნდა შეწყდეს” – ვოლოდიმირ ზელენსკი

თავის ღამის ვიდეომიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქართველ ერს, საქართველოს ხელისუფლებას მიმართა. მიმართვაში, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაშიც ისაუბრა და მისი სამკურნალოდ უკრაინაში ან უცხოეთის რომელიმე ქვეყანაში გადაყვანის თხოვნა დააფიქსირა:

მინდა მივმართო ჩვენს ყველა მეგობარს და კეთილსინდისიერ ადამიანს საქართველოში.

ალბათ, ყველამ ნახეთ, თუ რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, რა მდგომარეობაშია მისი ჯანმრთელობა. ამიტომ მივმართავ ქართველ ერსა და საქართველოს ხელისუფლებას: გამოიჩინეთ გულმოწყალეობა, განსაკუთრებით, ამ წინასაშობაო დროს. ის, რაც ახლა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხდება, ეს არის აბუჩად აგდება. საქართველოს ეს არ შეეფერება. ეს უნდა შეწყდეს.

ძალიან გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მის სიცოცხლეს გადაარჩენს, დაიცავს. გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რომელიმე კლინიკაში, ევროპის სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, ამერიკაში.

ზუსტად ახლა არის ამ კეთილი საქმის გაკეთების დრო“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

“საქართველოს და ქართველ ერს დაუდგა მის ისტორიაში ერთერთი ყველაზე რთული მომენტი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობის ცვლილებების აუცილებლობაზე აკეთებს...

“მერე ესენი წავლენ ციხეში, ჟანრის ლოგიკაა🙌 სხვაგვარად არ ხდება📌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკური პროცესების კონკრეტულ...

გიორგი ვაშაძე: “მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში დიდ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...