პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” სპეციალური განცხადებით ეხმაურება ბათუმში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც აჭარის უზენაესი საბჭოს ოპოზიციონერ დეპუტატს, გიორგი კირთაძეს უცნობი პიროვნება თავს დაესხა და ფიზიკურიკური შეურაცხყოფა მიაყენა:
“სტრატეგია აღმაშენებელი” გმობს ოპოზიციის წარმომადგენელზე, გიორგი კირთაძეზე თავდასხმას, რომელიც ცოტა ხნის წინ განხორციელდა ტვ “ფორმულას” პირდაპირ ეთერში.
ეს არის წინასწარ განსაზღვრული პროვოკაცია ოპოზიციის ლიდერებისა და წარმომადგენლების მისამართით და დასტური იმის, რომ პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლება ხსნას და გამოსავალს მხოლოდ სამოქალაქო დაპირისპირებასა და კონფრონტაციაში ხედავს.
მივმართავთ “ქართული ოცნების” ლიდერებს, დროზე შეაჩერონ სამოქალაქო დაპირისპირების გაღრმავების ეს მცდელობა და თავდამსხმელის მიმართ გაატარონ კანონით გათვალისიწნებული ღონისძიებები!” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს