შაბათი, მაისი 17, 2025
12.1 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ჰააგამ ბოლომდე გამამართლა და ქართულმა სასამართლომ შეიძლება სიკვდილი...

“ჰააგამ ბოლომდე გამამართლა და ქართულმა სასამართლომ შეიძლება სიკვდილი მომისაჯოს” – მიხეილ სააკაშვილი

ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის სპეციალური განცხადება ვრცელდება, სადაც მე-3 პრეზიდენტი ჰააგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და პროკურორის განცხადებას ეხმაურება:

ჰააგის გამოძიება ქართველების მისამართით ხელოვნურად იქნა ინიცირებული 2015 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ. მათ ხელახლა გახსნეს ეს საკითხი მას შემდეგ, რაც ჩვენ ყველა პროცედურა გვქონდა მორჩენილი 2012 წელს.

2015 წელს ეს რომ გავიგე თავზარი დამეცა. ამის შემდეგ ხდებოდა დამუშავება ქართველი სამხედროების, რათა როგორმე გამოსულიყვნენ ჩემზე. ამის საპასუხოდ მე შევკრიბე მსოფლიოს წამყვანი იურისტების ჯგუფი ვაიამ ახავანის ხელმძღვანელობით და 2020 წელს ჩვენ სასამართლოს წარვუდგინეთ ალტერნატიული მოხსენება, რომლის არგუმენტები გაიზიარა საბოლოო ჯამში პროკურორმა.

ნამდვილად ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი არ ასრულებდა რუსეთის დავალებას. ძალიან პატრიოტულად და თავდადებით იმუშავა ოცნების იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ, რომელიც თვითონ დევნილია აფხაზეთიდან.

მოკლედ, ჰააგამ ბოლომდე გამამართლა და ქართულმა სასამართლომ შეიძლება სიკვდილი მომისაჯოს.

რაც შეეხება ჰააგას, დიდი მადლობა გენერალ ყურაშვილს და გოგავას, ყველა იმ სამხედროს, რომელიც არ გაიყიდა და არ მისცა საქართველოს, სამხედრო ხელმძღვანელების თუ ჩემს წინააღმდეგ ჩვენება, მიუხედავად დიდი ზეწოლისა. თქვენი ვაჟკაცობა შერჩება ისტორიას“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სიღატაკე და შეზღუდული აზროვნება რეჟიმის მთავარი მოკავშირეა” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, კონკრეტული ფაქტის გახსენებით,...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

კახა კალაძე: “ქართველ გულშემატკივარს საინტერესო სანახაობა ელის”

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩში, რომელიც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“მიშას ჯინაზე ქოცებო – დამწყებო პოლიტიკოსებო… პატიმარ კაცთან ბრძოლა ვინ გასწავლათ?” – ელისო კილაძე

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით კონკრეტულ პიროვნებებს, პირდაპირი მინიშნებით მიმართავს...

“წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფცია და თაღლითური სქემა საქართველოს რკინიგზაში!” – ლევან ხაბეიშვილი

საქართველოს რკინიგზაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის მეშვეობით, სკანდალურ...

“დაიმახსოვრეთ, ისეთ ხათაბალაში აღმოჩნდებით, მთელი ცხოვრება ვერ ჩამოირეცხავთ სირცხვილს…” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი საზოგადოებას კონკრეტული რჩევა-შეთავაზებით...