შაბათი, მარტი 15, 2025
13.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"როდესაც ვინმე ბედავს და სახელმწიფოს აბრალებს, რომ არის...

“როდესაც ვინმე ბედავს და სახელმწიფოს აბრალებს, რომ არის მწამებელი და ადამიანის უფლებების დამრღვევი, ამ შემთხვევაში სახელმწიფო მოქმედებს გადაჭრით, დროულად და ადეკვატურად!” – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან კომენტარში აღნიშნა, რომ შეუსაბამოა ბრალდება თითქოს საქართველოს მე-3 პრეზიდენტს არ აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება. მინისტრმა ასევე განმარტებები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გასაჯაროვდა კლინიკა ,,ვივამედში“ ჩაწერილი მიხეილ სააკაშვილის კადრები:

,,აქ იყო ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ლეგიტიმური მიზანი – როდესაც ვინმე ბედავს და სახელმწიფოს აბრალებს, რომ თითქოს და სახელმწიფო არის მწამებელი და ადამიანის უფლებების დამრღვევი, ამ შემთხვევაში სახელმწიფო მოქმედებს გადაჭრით, დროულად და ადეკვატურად.

რაც შეეხება სასამართლო პროცესს, როდესაც უნდა გამართულიყო, იყო გარკვეული ტექნიკური ხარვეზი. გარდა ამისა – ჩვენმა წარმომადგენლებმა სულ რამდენიმე დღის წინ მიიღეს 5 000 გვერდზე მეტი მასალა, რომელსაც ბუნებრივია უნდა გაეცნონ, წაიკითხონ, მოამზადონ შესაბამისი არგუმენტები და პროცესი გაიმართება 22 დეკემბერს.

თითქოს და მას ვინმემ წაართვა სამართლიანი სასამართლოს უფლება – ეს იმთავითვე არის შეუსაბამო. როდესაც ვინმე ამბობს იმას, რომ თითქოსდა მას წაერთვა სამართლიანი სასამარლოს უფლება. იმიტომ, რომ პროცესი შესაძლებელი იყო, ასევე, ჩატარებულიყო უშუალოდ კლინიკაში, რაზეც მისი დაცვის მხარეც არ იყო თანახმა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“გაუმარჯოს ვინც იბრძოდა და წავიდა. გაგვიმარჯოს ვინც დავრჩით! და მივხედოთ საქმეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

საქართველოს დატოვებისა და ემიგრაციაში წასვლის მოხშირებულ ფაქტებს ეხმაურება სამოქალაქო...

“2012 წლის შემდეგ უარი ვთქვით ვიტრინის ფუნქციაზე და ამის გამო ვისჯებით დასავლეთისგან” – ზაალ...

საქართველოსა და უკრაინაში წინა და მოქმედი ხელისუფლებების შეფასებას "ვიტრინის...

“ეს ქვეყანა პატრიოტი ადამიანების დასაცავია და ასე გავაგრძელებთ” – ნინო წილოსანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...