ჰააგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. პროკურორის ოფისმა რუსეთ-საქართველოს საქმეზე გამოძიება დაასრულა და საბოლოო გადაწყვეტილებით ფაქტობრივად განაცხადა, რომ საქართველოს დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო კონკრეტული დამნაშავე პირების მიმართ პროცესი გაგრძელდება. აღნიშნულ თემაზე “მთავარი არხის” ჟურნალისტთან პოლიტიკური შეფასება გააკეთა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ:
,,კიდევ ერთხელ დადასტურდა ,,ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო: ისინი ამბობდნენ, რომ ომი საქართველომ დაიწყო – არსებობს ბიძინა ივანიშვილის და სალომე ზურაბიშვილის განცხადება; ისინი ამბობდნენ, რომ მძინარე ცხინვალი დაბომბა საქართველომ.
ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს არანაირი ბრალი არ მიუძღვის. ქვეყანა იყენებდა თავდაცვის სუვერენულ უფლებას. შესაბამისად, ჰააგის სასამართლომ ბრალი დასდო რუსეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს.
ეს არის საქართველოს გამარჯვება!
იცით, რომ ამ საქმეებში დავა დაიწყო ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს. ყველას როლი და წვლილი მნიშვნელოვანია ამ საქმეში. ასე, რომ ნუ დაიბრალებენ იმას, რაც მარტო მათ არ გაუკეთებიათ.
ეს არის საქართველოს და ყველას გამარჯვება!“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე