spot_img
მთავარიკანონი და სამართალიმამუკა მდინარაძე: "არსებობს ფაქტები, რომელიც უტყუარად ადასტურებს საქართველოს...

მამუკა მდინარაძე: “არსებობს ფაქტები, რომელიც უტყუარად ადასტურებს საქართველოს წინააღმდეგ რუსული ინტერესის გატარებას საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მხრიდან”

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეროვნული ინტერესების გატარებაზე, ამის შესახებ ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ ქმედითად, სამართლებრივად მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ იმ ნარატივს, რასაც ეროვნული ინტერესების გატარება, რასაც ქართული საქმის კეთება, რასაც ამ ქვეყნის დასავლური ევროპული ინტეგრაცია და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა ჰქვია და რაც არ უნდა დაბრკოლებები შეგვექმნას, როგორი აგენტურაც არ უნდა მოქმედებდეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, როგორ დავალებებსაც არ უნდა იღებდნენ, როგორ სპეკულაციებსაც არ უნდა კადრულობდნენ, როგორ პერფომანსებსაც არ უნდა დგამდნენ, საქართველოს სახელმწიფო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელით გააკეთებს ეროვნულ საქმეს და იზრუნებს კონსტიტუციური დათქმის შესასრულებლად, რომ საქართველო ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და არა მხოლოდ ოკუპანტს, არამედ ყველა შიდა თუ გარე მტერს მოუგოს ბრძოლა და ეს ბრძოლა საბოლოო ჯამში საქართველოს გამარჯვებით დასრულდეს“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, წლების განმავლობაში შეგნებულად თავს იკავებდნენ რეზოლუციის მე-11 პუნქტში მითითებული ფრაზების ამოკითხვისგან და ამბობდნენ, რომ „დამთავრდება გამოძიება ჰააგაში, ჩვენ მივაღწევთ წარმატებას და ამის შემდეგ „ნაცმოძრაობას“ და მის ბელად სააკაშვილს ვამხელთ ბოლომდე და ეს მომენტიც დადგა. მე-11 პუნქტში ვკითხულობთ:

ასამბლეა შეშფოთებულია ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ფაქტების დარღვევის გამო, რომელიც ჩადენილ იქნა ორივე მხარის მიერ ომის მიმდინარეობისას, როგორიცაა მშვიდობიან მოქალაქეთა განზრახ ან გაუფრთხილებლობით გამოწვეული მოკვდინება ან დაჭრა, ისევე როგორც საკუთრების ხელყოფა, კერძოდ განურჩეველი ძალისა და შეიარაღების გამოყენება, სამოქალაქო ტერიტორიებზე როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ შესაძლოა მიჩნეულ იქნას როგორც ომის დანაშაულები, რაც საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას“.

მამუკა მდინარეძე ასევე კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამს წინა ხელისუფლების ქმედებებთან მიმართებაში

რა ომის დანაშაულები აღიარეთ და რაზე მოაწერეთ ხელი და რა ჰქვია ამას თუ არა საკუთარი ქვეყნის და სამხედრო ძალების ღალატი, სხვანაირად ამ ჩანაწერის მხარდამჭერი შეფასება არის შეუძლებელი, წარმოუდგენელი და დღემდე ჩვენ ამის გახმოვანებაზე და ხაზგასმაზე შეგნებულად ვიკავებდით თავს. დღეს ამის ხელმომწერი და მხარდამჭერი ადამიანები არიან ვინც ქართულ სახელმწიფოს ვნებენ, რომ თითქოს ქართულმა საზოგადოებამ აირჩია ისეთი ხელისუფლება, რომელიც რაიმეთი მაინც შესაძლოა რუსულ წისქვილზე ასხამდეს წყალს. ადამიანები ადანაშაულებენ ქართულ სახელმწიფოს და მის ხელისუფლებას ამ ყველაფერში, რომლებმაც დღევანდელი წარმატებისთვის ხელი რომ შეეშალათ, სტრასბურგის წარმატებისთვის ხელი რომ შეეშალათ, „ისკანდერის“ ნაწილები, რომლებიც აღმოჩნდა მთავარი ცენტრალური მტკიცებულება ამ გამარჯვებისათვის, დაუმალეს გამოძიებას, და მოძიებულ იქნა მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანის უწყებამ და სხვა უწყებებმა დიდი შრომა გასწიეს საიმისოდ, რომ ეს მთავარი მტკიცებულება ყოფილიყო მოძიებული. არსებობს ფაქტები, რომელიც უტყუარად ადასტურებს საქართველოს წინააღმდეგ რუსული ინტერესის გატარებას საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მხრიდან და საბედნიეროდ ამ ყველაფერმა მათი რუსული შედეგი ვერ გამოიღო და საქართველომ ამ სამართლებრივ ბრძოლაში გაიმარჯვა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

“26 მაისის და 9 აპრილის მონაპოვარი უბრალოდ გააუქმა ოლიგარქიულმა დიქტატურამ” – გია ჯაფარიძე

საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...