spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მგზავრების უმეტესობაც ამ ფაქტს იუმორით უყურებს" - არჩილ...

“მგზავრების უმეტესობაც ამ ფაქტს იუმორით უყურებს” – არჩილ ნიჟარაძე ქუთაისში ავტობუსის გატაცების ფაქტზე

ქუთაისში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდამ, სავარაუდო თანამზრახველთან ერთად, ავტობუსი მგზავრებთან ერთად გაიტაცა, როდესაც ავტობუსის მძღოლი სატრასპორტო საშუალებაში არ იმყოფებოდა. ნასვამმა ახალგაზრდამ მგზავრებით სავსე ავტობუსი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. თუმცა, მას მალევე დაედევნენ სამართალდამცველები და მამაკაცი დააკავეს. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ბრალდებულთა ადვოკატმა, არჩილ ნიჟარაძემ:

,,ბრალი ჯერ არ აქვს წარდგენილი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ასევე, არ გადმოგვცემია მოცემულ საქმეზე სისხლის სამართლის საქმის მასალები.

მგზავრების უმეტესობაც ამ ფაქტს იუმორით უყურებს, ვიდრე რაიმე სერიოზულ, ესე ვთქვათ, გატაცებას ან შემთხვევას.

თვითონაც არ იცის სად მიჰყავდა ან რა მარშრუტით გადაადგილდებოდა. რაიმე ისეთი მიზანი, რომლის მიხედვითაც, მას სურდა, ან ავტობუსის მისაკუთრება, ან ვინმეს გატაცება – ნამდვილად არ ყოფილა.

სინამდვილეში ადგილი გვაქვს ისეთ ქმედებასთან, ძლიერი ალკოჰოლური თრობის გამო ვერ აკონტროლებს ადამიანი მის საქციელს“, – განაცხადა არჩილ ნიჟარაძემ.

ფაქტთან დაკავშირებით ხუმრობენ ქუთაისელი მაცხოვრებლებიც (ტელეკომპანია “მთავარის” ჟურნალისტთან ინტერვიუში):

  • ეს არის საინტერესო პრეცედენტი. ხომ იცით ადამიანს აქვს ხოლმე ასეთი ფიქრები, სიფხიზლეში ვერ ბედავდა, როცა დათვრა გათამამდა და თავისი გეგმები განახორციელა. მგონი ეს ამბავი უცხოეთის ნიუსებშიც მოხვდეს ეს ამბავი, თუ ამაზე ვიზრუნებთ“.
  • მართალია სასაცილოა რაღაც დოზით, მაგრამ ფსიქოლოგიური ანალიზი რომ გავაკეთოთ, ერი მძიმე მდგომარეობაშია. თუმცა მსგავსი იუმორისტული სკეჩები, ჩვენს მთავრობას საშუალებას აძლევს, რომ ქუთაისი გაიხსენოს, იმდენად უფუნქციო დატოვეს ქალაქი და იმდენად არაფერი ხდება – ასე მაინც გაეღიმებათ და გაახსენდებათ, თბილისის გარდა სხვა ქალაქებიც რომ არსებობს, რომლებსაც მიხედვა და ფუნქციის მიცემა სჭირდებათ“.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...