,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” საუბარია საპარლამენტო მანდატების დატოვების შესახებ, მიზანია, რომ პარლამენტი დარჩეს ერთპარტიული შემადგენლობით. აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა:
,,ახლა არის კეზერაშვილის ფინანსებზე გავლენების მოპოვებისათვის წინასაარჩევნო კამპანია. აქ, ვინც რადიკალიზმის უფრო მაღალ ხარისხს წარმოადგენს, ალბათ, ის გაიმარჯვებს.
ესე მუშაობენ თავიანთ ჯგუფებზე, თორემ რად უნდა ამდენი განცხადება?! თუ ვინმეს უნდა დატოვება – ადგეს და გავიდეს. მერამდენედ მოვისმინეთ, რომ დღეს არა – ხვალ, დღეს არა – ხვალ… ის გავიდეს, მე გავალ!
ჩემი პოზიციაა, რომ ისევ უნდა იყვნენ შიგნით. თუ აქვთ რამე გონივრული, ჭკვიანური აზრი, ხედვა – ამ ევროინტეგრაციის გზაზე, შემოვიდნენ წინადადებებით“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ
ინფორმაციისთვის: ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, სადაც საუბრობს იმასთან დაკავშირებით, უნდა დარჩეს თუ არა პარლამენტი ერთპარტიული.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს: თუ პარლამენტი არ დარჩება ერთპარტიული, ეს იქნება ერთჯერადი პროტესტი, ხოლო თუ დარჩება პარლამენტი ერთპარტიული – ამას ექნება დიდი მნიშვნელობა.
ვიმუშავებთ თუ არა ჩვენს კოლეგებთან ამ საკითხზე? – პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ – კი!“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე