პარასკევი, ივნისი 20, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს პოლიტიკური აქტი იქნება მზარდი, იქნება პარლამენტის კედლებში...

“ეს პოლიტიკური აქტი იქნება მზარდი, იქნება პარლამენტის კედლებში და პარლამენტის კედლებს გარეთაც!” – დავით კირკიტაძე

ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” წევრმა დავით კირკიტაძემ თანაგუნდელებთან ერთად პარლამენტში საგანგებო განცხადება გააკეთა, სადაც შიმშილობის დაწყება დაანონსა:

,,საქართველოს ხელისუფლების მიერ გუშინ გავრცელებულ გუშინდელ კადრებში ყველა ვიხილეთ, თუ რას აკეთებენ რომ ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი მიიყვანონ სიკვდილამდე რის გამოც, ბუნებრივია, გულგრილი არ დარჩენილა არცერთი მოქალაქე და ჩვენ, საქართველოს პრეზიდენტის მეგობრები და თანამებრძოლები, ამ ყველაფერს არ შევხვდებით გულგრილად!

დღეს, მე და ჩემმა მეგობრებმა, მიუხედავად ფრაქციაში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანამდე იმ ქვეყანაში, სადაც მისი ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი, ვაცხადებთ შიმშილობას.

ამ პოლიტიკურ აქტთან დაკავშირებით, იყო აზრთა სხვადასხვაობა ფრაქციის შიგნით, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პოლიტიკური აქტი იქნება მზარდი, იქნება პარლამენტის კედლებში და პარლამენტის კედლებს გარეთაც!

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩვენს საზოგადოებას საკმარისზე მეტად აქვს შერჩენილი ადამიანობა, ჰუმანიზმი და ჩვენ ერთად არ უნდა დავუშვათ ჩვენ ქვეყანაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის სიკვდილი და არ უნდა გავხდეთ თანამონაწილენი ამ აქტისა უკვე მეორედ. ამისთვის ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს პოლიტიკური აქტი იქნება აქაც და პარლამენტის კედლებს გარეთაც“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ინფორმაციისთვის: მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ მოთხოვნის მიზნით პარლამენტში შიმშილობა დაიწყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” სამმა წევრმა – დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვისაც ჰგონია, რომ ეს ირონიაა და ასე არ მოხდება, უკვე მწარედ სცდება…” – ლაშა...

ქართველი მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში მძიმე სტატუსს...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...

“მხოლოდ ორგანიზებული ფართო სამოქალაქო ფრონტი ჩამოშლის ამ სისტემას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში...

“არც ერთი ნაბიჯი უკან! ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა! ოლიგარქია უნდა დაემხოს!” – ნიკა გვარამია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ნიკა გვარამიას სასამართლომ გირაო პატიმრობით შეუცვალა....

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...