საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ემოციურ შეფასებას აკეთებს იუსტიციის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების შესახებ:
,,ხელისუფლებას რა მოლოდინიც ჰქონდა, რომ თითქოს სააკაშვილი ეწინააღმდეგება პერსონალს, თითქოს არაადეკვატურად იქცევა, თითქოს არის ძალიან კარგად – ამის საწინააღმდეგო შედეგი მიიღო.
[სააკაშვილმა] ნამდვილად მიიღო თანაგრძნობა! ეს დადასტურდა ამ კადრებით, კიდევ ერთხელ, რომ პრეზიდენტი არის ძალიან მძიმედ.
მე არა ერთ ექიმს ვესაუბრე, რომლებმაც პირდაპირ დაადასტურეს, რომ სააკაშვილის ასეთი ქცევა ახასიათებს მოწამლვას.
მე არ მგონია, ამ ქვეყანაში არის ადამიანი, ვინც კმაყოფილი დარჩა ამ კადრების ხილვის მერე და გაუჩნდა განცდა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არის ძალიან კარგად“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე