ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
14.5 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყოველგვარ დაცინვას და დამცირებასაც საზღვარი აქვს!" - მიხეილ...

“ყოველგვარ დაცინვას და დამცირებასაც საზღვარი აქვს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა, სადაც იგი ემოციურ შეფასებას აკეთებს მის მიმართ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით და პროტესტს გამოთქვამს ამის გამო:

დღეს უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულ უფლებაზე, დავესწრო საკუთარ სასამართლო პროცესს. ეს არის ყველა ქართული და საერთაშორისო ნორმის დარღვევა.

ამიტომ იძულებული ვარ მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას! რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ, სანამ არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეოლინკით მაინც ჩართვის.

ყოველგვარ დაცინვას და დამცირებასაც საზღვარი აქვს!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სიტუაცია შეაფასა შალვა ხაჭაპურიძემაც. მისი თქმით – “ის, რაც დღეს მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, როდესაც სააკაშვილი არა თუ მოიყვანეს, არც კი ჩართეს – ეს არ გაუკეთებია სტალინს. პროტესტის ნიშნად სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა“.

P.S. ევროპარლამენტარების დაბეჯითებითი თხოვნის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აღარ გამოაცხადებს.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ტრამპის საგარეო პოლიტიკამ დასაშვები გახადა ომის დამნაშავის გვერდით დგომა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებაზე...

“ცოტა ბოდიში მომითხოვია იმათთან, ვინც გუშინ შვებით ამოისუნთქეთ😁” – ნინო ჯანგირაშვილი სანქციებთან დაკავშირებით

"მეგობარი აქტის" კონგრესში მიღების შემდეგ გამოქვეყნდა სანქცირების კანდიდატთა სავარაუდო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...