ორშაბათი, აპრილი 21, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოა"აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს 15 კმ-იანი მონაკვეთი შეემატა" -...

“აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს 15 კმ-იანი მონაკვეთი შეემატა” – გიორგი წერეთელი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-E70-ის) შემადგენელ ორ, ჯამში, 15 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს გაიხსნა:

  • მოძრაობა გაიხსნა სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მეოთხე, 10 კმ-იან მონაკვეთზე, სადაც აშენდა 10 კმ სიგრძის 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, 2 პარალელური გზაგამტარი და 1 სატრანსპორტო კვანძი;
  • გზის ახალი მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზას უერთდება;
  • სამუშაოები ევროპის საინვეტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით მიმდინარეობდა, რომლის ღირებულებამაც 113 მილიონი ლარი შეადინა;
  • მოძრაობა, ასევე, გაიხსნა გრიგოლეთი-ქობულეთის 4 ზოლიანი მაგისტრალური გზის 5 კმ-ზე. გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები მოიცავს 14.4 კმ-იანი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას, სამუშაოები აქტიურად გრძელდება, რათა 14 კმ-იანი მონაკვეთი ექსპლუატაციაში სრულად 2023 წელს შევიდეს;
  • ამ მონაკვეთის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადები გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით უკვე ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 228 მილიონი ლარია;
  • ახალ მონაკვეთებზე მოძრაობის გახსნით, საგრძნობლად უმჯობესდება ავტოტრანსპორტის გადაადგილება, როგორც უსაფრთხოების, ისე დროის შემცირების თვალსაზრისით. ახალ მონაკვეთებზე ტრანსპორტი იმოძრავებს საგზაო უსაფრთხოების საერთაშორის სტანდარტის შესაბამისი 4 ზოლიანი გზით, რომელიც, გაანახევრებს 15 კმ-იანი მონაკვეთზე გადაადგილების დროს.

დღეს, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს 15 კმ-იანი მონაკვეთი შეემატა. გაიხსნა სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 ლოტის 10 კმ-იანი და ასევე გრიგოლეთი-ქობულეთის 14 კმ-იანი გზიდან – 5 კილომეტრი, რომელზეც გარკვეული სამუშაოები, ტექნოლოგიური პროცესებიდან გამომდინარე, კვლავ გასაგრძელებელია.

ასევე, აქტიურად გრძელდება სამშენებლო სამუშაოები დარჩენილ 6 და 3 კმ-იან მონაკვეთებზე და მთლიანობაში აღნიშნული 14 კმ-იანი მონაკვეთის დასრულება 2023 წლისათვის იგეგმება.

სიმბოლურია დღევანდელი დღე, ვინაიდან დღეს საქართველოში მეგზევის პროფესიული დღე აღინიშნება. ყველა ამ დარგში მოღვაწე ადამიანს ვულოცავ პროფესიულ დღეს, ვუსურვებ წარმატებას და ბევრი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას საქართველოში,“ – ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა განაცხადა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

📢აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“ქოცები არიან დასუსტებულები და აჭრილ-აბნეულები” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...