პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს დაგეგმილ პოლიტიკური საბჭოს შეკრებასთან დაკავშირებით:
,,ლოგიკური დასასრულისკენ მიდის ყველაფერი. ვინაიდან, როდესაც პოლიტიკური გუნდი იკრიბება და დღის წესრიგში მხოლოდ ნგრევა აქვთ და ამ ნგრევის რესურსებში ეჯიბრებიან ერთმანეთს, აუცილებლად ცუდად დაამთავრებენ, რადგან მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოებაში.
საზოგადოებას სჭირდება სტაბილურობა. როგორი პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს ადამიანი, რასაკვირველია, მთავარი პირველი მოთხოვნა თავისი რჩეულისადმი აქვს იმუშაოს და მიიღოს ისეთი კანონები, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს, არ შეუქმნის ისეთ მდგომარეობას, რომელშიც ,,ნაც.მოძრაობა“ და ზოგადად რადიკალური ოპოზიცია აპირებს, რომ ამყოფოს საკუთარი ქვეყანა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე